NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

25 იან 2021 პოლიტიკა 79 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პანდემიისგან მიყენებული ზიანისაქართველოს ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახება და პოლიტიკური შოუების და კინკლაობის დრო არ არის.

როგორც მდინარაძემ NDI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის მუშაობაში, სადაც მმართველი გუნდი დებატებშიც შევა და კრიტიკასაც მიიღებს.

„პანდემიისგან მიყენებული ზიანი ძალიან ცუდად აისახება არა მხოლოდ საქართველოში ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არამედ ჩვენზე გაცილებით ძლიერ ქვეყნებზე. პოლიტიკური შოუების და პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის. ჩვენ ძირითადად გვიწევს ამ პოლიტიკურ თემებზე საუბარი და ნაკლებად გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რაც ნეგატიური შედეგების აღმოფხვრისთვის ხორციელდება. ნამდვილად ჯობია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის მუშაობაში და უკვე ვილაპარაკოთ კონკრეტულ თემებზე, რომელიც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. აქ მივიღებთ კრიტიკასაც, ვიქნებით დებატებშიც და გაკეთებულ საქმეებზე საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწოდებთ.

სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს ვხედავთ, რომლებიც დღესაც ვირუსის მხარეს დგანან და ცდილობენ, ვირუსისგან მიყენებული ზიანი თავის ბენეფიტად ჩაითვალონ. გვპირდებიან „ცხელ“ გაზაფხულს, რევოლუციური სცენარის განვითარებას, რაც, ერთი მხრივ, სახელმწიფოსთვისაა დამაზიანებელი და მეორე მხრივ პერსპექტივა არ აქვს”,- განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძისთვის NDI-ის გამოკითხვის შედეგები გასაკვირია.

„დღეს ცოტა გასაკვირიც კი იყო NDI-ის გამოკითხვის შედეგები იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, წლების განმავლობაში მიზეზები სერიოზული ცდომილების, რომელიც გამოწვეული იყო იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობის შედეგით, რომელსაც ეყრდნობოდა NDI და რომელთა დიდი ნაწილი აფილირებული იყო კონკრეტულ ორგანიზაციებთან. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ფარგლებშიც ვერ ჩაჯდა ისეთი შედეგები, რომელიც „ნაცმოძრაობას” აწყობდა. ისტორიულ მინიმუმზეა „ნაცმოძრაობის” რეიტინგი, რაც „ქართული ოცნების” რეიტინგთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებია და გამოკითხულ იმ რესპოდენტთა 68%, ვინც სართოდ აფიქსირებს კონკრეტული პარტიის მხარდაჭერას, მხარს „ქართულ ოცნებას” უჭერს. ასევე ფაქტია, ეს არ არის ჩვენი მოსაზრება, NDI-ც ამბობს თავისი შედეგებით, რომ საქართველოს მოსახლეობის 2/3 მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ”,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ ეკონომიკური პრობლემები (72 პროცენტი) და, ამჯერად უკვე, კორონავირუსიც (16 პროცენტი) აწუხებს. ამასთან, კვლევის მიხედვით, უმრავლესობის აზრით, იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა მოქალაქეთა ინტერესები გაატაროს, პარტიების თანამშრომლობა (82 პროცენტი) და პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეული პარტიის ჩართულობაა (76 პროცენტი) საჭირო.

კომენტარები

2021-01-25
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩვენი სურვილია პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და ისეთი სახით მუშაობდეს, როგორც ხალხმა აირჩია

შემდეგი სტატია

სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

მსგავსი სტატიები

სასამართლო სისტემის ჩინჩალიზაცია, ტესტების სკანდალი – ხმაური და დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე

სასამართლო სისტემის ჩინჩალიზაცია, ტესტების სკანდალი – ხმაური და დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე

სოსო ელისაშვილი 15 აპრ 2019

„განსაკუთრებული ყურდღება არის საჭირო, როდესაც საქმე ეხება ადამიანის დაღუპვას ასეთ ვითარებაში“

28 ოქტ 2017
გვჯერა, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ქართველებს დაგვეხმარება უფრო კარგად შევასრულოთ ჩვენი მისია – ვიყოთ ევროპასა და აზიას შორის ხიდი, სადაც ეს ორი ცივილიზაცია ერთმანეთს ხვდება

გვჯერა, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ქართველებს დაგვეხმარება უფრო კარგად შევასრულოთ ჩვენი მისია – ვიყოთ ევროპასა და აზიას შორის ხიდი, სადაც ეს ორი ცივილიზაცია ერთმანეთს ხვდება

ირაკლი შალიკაშვილი 22 ოქტ 2019

უახლესი ამბები

  • ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

    ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

  • აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

  • ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

    ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

  • ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

    ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

  • აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

    აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

  • “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

    “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

  • ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

    ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

  • “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

    “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

  • ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

    ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge