NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დმანისში შვეიცარიული აგროსკოლა გაიხსნება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დმანისში შვეიცარიული აგროსკოლა გაიხსნება

25 იან 2021 ბიზნესი 115 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

25 იანვარი, 2021- საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით არაერთ პროექტს
უჭერს მხარს. მათ შორისაა შვეიცარიული სტანდარტების მიხედვით შექმნილი
აგროსკოლაც. პროექტის მთავარ მიზანს მეცხოველეობის, რძისა და ყველის წარმოების
მიმართულებით ახალგაზრდა ფერმერების გადამზადება და აგრომიმართულების
განვითარება წარმოადგენს. ბანკის მიერ მოზიდული 1,275,000 ლარის მოცულობის
ინვესტიციით კომპანიამ შეძლო საქონლის ფერმის აშენება და ყველის საწარმოსთვის
საჭირო დანადგარების შეძენა. დმანისის სოფელ სარკინეთში აგროსკოლის გახსნა 2021
წლის გაზაფხულზე იგეგმება.
სწავლება პარტნიორი შვეიცარიული აგროსკოლის, „პლანტჰოპის“ პროგრამით
განხორციელდება. სასწავლო პროცესში წელიწადში 10-15 სტუდენტი ჩაერთვება, მათ
ფინანსურ მხარდაჭერას უცხოური კომპანიები გაუწევენ. სამომავლოდ, კომპანია
ყოველწლიურად 35 სტუდენტის მომზადებას გეგმავს. ამასთან, უახლოეს მომავალში
იგეგმება კომპანიებისათვის კონსულტაციის სერვისის, ხოლო ფერმერებისთვის
მოკლევადიანი კურსების შეთავაზებაც.
„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს აგროსექტორის ხელშეწყობას. მოხარული
ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მალე დმანისში ახალი აგროსკოლა
გაიხსნება. შვეიცარიულ სტანდარტებზე დაყრდნობით შექმნილი სასწავლებელი
ახალგაზრდა ფერმერებს შემდეგი მიმართულებით მოამზადებს: მეცხოველეობა, რძის და
ყველის დამუშავება/წარმოება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს,
როგორც აგრომეურნეობის განვითარების, ასევე დასაქმების თვალსაზრისით. სკოლას
უკვე დასახული აქვს ძალიან საინტერესო სამომავლო გეგმები, საკონსულტაციო
მომსახურების თუ მოკლევადიანი კურსების ჭრილში. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ
მათ საქმიანობაში. გვჯერა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს
აგროსექტორში განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხის ზრდაში“,- აცხადებენ
საქართველოს ბანკში.

კომენტარები

TOP 2021-01-25
თამუნა
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

nursing theories in psychiatric nursing

შემდეგი სტატია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსგავსი სტატიები

ტაისონ ფიური: ჩემმა შვილებმა ფული საკუთარი შრომით უნდა გამოიმუშაონ. სხვისი ფულის დახარჯვა მარტივია

ტაისონ ფიური: ჩემმა შვილებმა ფული საკუთარი შრომით უნდა გამოიმუშაონ. სხვისი ფულის დახარჯვა მარტივია

05 დეკ 2018
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მშპ 5.3 პროცენტით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მშპ 5.3 პროცენტით გაიზარდა

19 ივნ 2018
საქართველოს ბანკი თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ახალ პროგრამას  იწყებს

საქართველოს ბანკი თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ახალ პროგრამას იწყებს

თამუნა 14 ივლ 2020

უახლესი ამბები

  • ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

    ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

  • აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

  • ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

    ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

  • ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

    ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

  • აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

    აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

  • “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

    “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

  • ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

    ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

  • “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

    “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

  • ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

    ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge