თვითმფრინავი, რომელშიც ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის “პალმას”-ის ფეხბურთელები ისხდნენ, აფრენის დროს ჩამოვარდა. ამის შესახებ Globo იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ასფრენი ზოლის ბოლოს ჩამოვარდა. ბორტზე იმყოფებოდა 4 ფეხბურთელი, კლუბის პრეზიდენტი და პილოტი, მათგან არავინ გადარჩა. კლუბის წევრები გოიანაში (მუნიციპალიტეტი ბრაზილიაში) მიფრინავდნენ.
საფეხბურთო კლუბი “პალმასი” დაარსდა 1997 წელს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 22 იანვარს ფეხბურთელი ემილიანო სალა უელსში პირადი თვითმფრინავით მიფრინავდა, მაგრამ თვითმფრინავი რადარიდან გაუჩინარდა.
თვითმფრინავი ლა-მანშის სრუტეში ჩამოვარდა, სალას ნეშტი თებერვლის დასაწყისში აღმოაჩინეს.
კომენტარები