NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

23 იან 2021 ჯანმრთელობა 746 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

Bloomberg-ის მონაცემებით, საქართველოს 2021 წლისთვის 186,000 მოქალაქისთვის, ანუ მოსახლეობის 5%-ისთვის სამყოფი ვაქცინების შესახებ აქვს კონტრაქტი გაფორმებული.

თუმცა, ვაქცინაციის ეროვნული სტრატეგიის თანახმად, წელს მოსახლეობის 60%-ის, ანუ 1.7 მილიონი ადამიანის აცრა არის დაგეგმილი. თუმცა, მყარად გაფორმებული კონტრაქტის სახე ამ გეგმას ჯერ არ აქვს, რაზეც მისი საპროგნოზო ბიუჯეტიც მეტყველებს. ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, ვაქცინაციის კამპანია 64-დან 158 მილიონ ლარამდე დაჯდება – თითქმის 100 მილიონიანი სხვაობა განპირობებულია იმით, რომ მკაფიოდ განსაზღვრული არ არის, საბოლოოდ მასშტაბური ვაქცინაცია რომელი მწარმოებლების ვაქცინებით მოხდება.

რა მონაცემებს დაეყრდნო Bloomberg-ი, როდესაც აღნიშნა, რომ საქართველოს ამ დროისთვის მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინების შესყიდვის შესახებ აქვს კონტრაქტი გაფორმებული?

როგორც სტატიის მეთოდოლოგიაში არის ნათქვამი, მათ თითოეული ქვეყნის ვაქცინაციის პროგრამების შეფასებისთვის აიღეს მხოლოდ ის მოცულობები, რომელთა შესახებაც უკვე დადებულია შეთანხმებები. საქმე იმაშია, რომ ქვეყნები ხშირად ვაქცინების შესაძენად “ოფციურ” კონტრაქტებს აფორმებენ. ეს ნიშნავს, რომ X ქვეყანამ შეიძლება დადოს ხელშეკრულება 100,000 დოზა ვაქცინის შესყიდვაზე და ამასთანავე აიღოს “ოფცია” 500,000 დოზის შესყიდვისთვის. Bloomberg-ის სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია კი უშუალოდ დაკონტრაქტებული ვაქცინების მოცულობას ეხება.

ვრცლად იხილეთ აქ

კომენტარები

TOP ვაქცინა 2021-01-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ვაქცინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Have You Been Interested in Using an Online Photo Editor to Edit Your Photographs?

მსგავსი სტატიები

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ნინო ჩხეიძე 28 თებ 2021
ლევან რატიანი: ბევრი სიკვდილი მინახავს, მაგრამ ისეთი სუნთქვის უკმარისობა …

ლევან რატიანი: ბევრი სიკვდილი მინახავს, მაგრამ ისეთი სუნთქვის უკმარისობა …

ნინო ჩხეიძე 20 აპრ 2020
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა, თვითიზოლაციაშია ნათია თურნავა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა, თვითიზოლაციაშია ნათია თურნავა

ნინო ჩხეიძე 02 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge