NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სტრასბურგის საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დაგვეხმარება ჰააგის სასამართლოში პოზიციების უკეთ დაცვაში

სტრასბურგის საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დაგვეხმარება ჰააგის სასამართლოში პოზიციების უკეთ დაცვაში

22 იან 2021 პოლიტიკა 839 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველო ელოდება კიდევ არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტის დასკვნას.

აღსანიშნავია, რომ ჰააგის სასამართლოს აღსრულების ნაწილში უფრო მეტი მექანიზმი აქვს.

“ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგი კაპანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, გააკეთოს კონკრეტული განმარტება – აპირებს თუ არა, ეს სამართლებრივი დავა რუსეთის წინააღმდეგ დააბრუნოს მართლმსაჯულების სასამართლოში.

“ეს გადაწყვეტილება იძლევა იმის საშუალებას, რომ გააქტიურებული იყოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თემა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. მათ შორის, ევროსაბჭოს ფარგლებში გააქტიურებული იყოს ადრე მიღებული რეზოლუციები. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც ცალკე აქცენტი უნდა გაკეთდეს, არის საქართველო-რუსეთის დავა, გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში.

მინდა, მივმართო ხელისუფლებას, რომ გააკეთოს კონკრეტული განმარტება – აპირებს თუ არა, ეს სამართლებრივი დავა რუსეთის წინააღმდეგ დააბრუნოს მართლმსაჯულების სასამართლოში, რადგან აქამდე ამის გასაკეთებლად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ. ასევე, უნდა მოვისმინოთ კონკრეტული ახსნა იმაზე, თუ აქამდე რატომ არაფერი გააკეთეს,” – აცხადებს ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგი კაპანაძე.

სალომე სამადაშვილი კი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლოში ჩვენი პოზიციების უკეთ დაცვაში დაგვეხმარება.

“პრეცედენტი არ არის ჰააგისთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენს პოზიციებს ცხადია აძლიერებს სტრასბურგის გადაწყვეტილება. ის, რომ სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, ეს დაგვეხმარება ჰააგის სასამართლოში ჩვენი პოზიციების უკეთ დაცვაში. ახლა მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გაააქტიუროს მცდელობა, რადგანაც ჰააგის სასამართლოში პროცესი, გარკვეულწილად, ჩიხში შევიდა იმის გამო, რომ ქართული მხარე შესაბამისად არ აქტიურობდა,” – აღნიშნავს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი.

სტრასბურგმა დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

კომენტარები

2021-01-22
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ – ისინი არჩილ თალაკვაძეს ხვდებიან

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკი 4B-ს მომხმარებელს ახალ ბარათს სთავაზობს

მსგავსი სტატიები

სამომავლოდ რაიმე სახის ცვლილებებზე შეიძლება ვისაუბროთ, თუმცა დღეს კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარს არ ვადასტურებ

სამომავლოდ რაიმე სახის ცვლილებებზე შეიძლება ვისაუბროთ, თუმცა დღეს კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარს არ ვადასტურებ

ირაკლი შალიკაშვილი 29 აგვ 2019
ალიანსი უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო და საბრძოლო მასალის მიწოდებას ზრდის

ალიანსი უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო და საბრძოლო მასალის მიწოდებას ზრდის

ნინო ჩხეიძე 27 თებ 2022
ანდრეი პიონტკოვსკი: პუტინს არ აქვს გამბედაობა თვითმკვლელობისთვის, როგორც ეს გააკეთა ნიკოლოზ პირველმა

ანდრეი პიონტკოვსკი: პუტინს არ აქვს გამბედაობა თვითმკვლელობისთვის, როგორც ეს გააკეთა ნიკოლოზ პირველმა

ნინო ჩხეიძე 18 დეკ 2022

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge