NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მტკიცებულებები, რომელიც საზოგადოებამ აქამდე იხილა, ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებს – პოლიტიკური სპეკულაციები და პოლიტიკური ჩარევა ვერ მოხდება

მტკიცებულებები, რომელიც საზოგადოებამ აქამდე იხილა, ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებს – პოლიტიკური სპეკულაციები და პოლიტიკური ჩარევა ვერ მოხდება

22 იან 2021 პოლიტიკა 130 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მტკიცებულებები, რომელიც საზოგადოებამ აქამდე იხილა, ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებს. საქმე ეხება ძალიან სერიოზულ დანაშაულს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს და ისტორიული მნიშვნელობის თემას. ამიტომ აქ ვერანაირი პოლიტიკური სპეკულაციები და პოლიტიკური ჩარევა ვერ მოხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ტიპის ყველა საქმე არის მართლმსაჯულების კომპეტენცია და მას პასუხებს მართლმსაჯულება გასცემს.

„რაც შეეება იმას ვისზე გავა, საბოლოოდ ვის დაუმტკიცდება ბრალი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამაზე გადაწყვეტილებებს იღებს და მომავალშიც მიიღებს სამართლიანი სასამართლო. საქმეს საგამოძიებო სტრუქტურები იძიებენ და ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. თითქოს, ვინმემ ვინმეს ჩვენება ექსკლუზიურად მოიპოვა, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ეს მასალები როგორც ამ საქმეში, ასევე სხვა საქმეებში ადვოკატებს გადაეცემათ და ადვოკატებს თავისუფლად შეუძლიათ, რომ ეს ტელევიზიებს გადასცენ. ზოგიერი მედია ამას ავრცელებს როგორც ექსკლუზიური ინფორმაცია”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა. როგორც საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ამიერიდან საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება. პროკურორის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. ბრიფინგზეზე ფარული ვიდეოჩანაწერებიც გასაჯაროვდა, რომელიც, მათ შორის ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში იყო გადაღებული. შეგახსენებთ, რომ დავით-გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი,ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებულები. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.

კომენტარები

2021-01-22
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

12 აგვისტომდე იყო ე.წ. ომის სამართლის საქმე, 12-ის შემდეგ სხვა კანონები ჩაირთო

შემდეგი სტატია

გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

მსგავსი სტატიები

სტრასბურგის საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დაგვეხმარება ჰააგის სასამართლოში პოზიციების უკეთ დაცვაში

სტრასბურგის საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დაგვეხმარება ჰააგის სასამართლოში პოზიციების უკეთ დაცვაში

ირაკლი შალიკაშვილი 22 იან 2021

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედა მიმდინარეობს

25 ოქტ 2017
იმის კბილი, რომ დიმიტრი ხუნდაძე დამოუკიდებლად მოქმედებს, ერმა და ბერმა მოიცვალა – ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ქვეყანა თავქუდმოგლეჯილმა დატოვოს

იმის კბილი, რომ დიმიტრი ხუნდაძე დამოუკიდებლად მოქმედებს, ერმა და ბერმა მოიცვალა – ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ქვეყანა თავქუდმოგლეჯილმა დატოვოს

ირაკლი შალიკაშვილი 13 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • “კორონას დროს ქუჩებს მრისხანედ რომ რეცხავდით მედიის დასანახად და სიაბანდი პიარისთვის გვახსოვს, მაგრამ …”

    “კორონას დროს ქუჩებს მრისხანედ რომ რეცხავდით მედიის დასანახად და სიაბანდი პიარისთვის გვახსოვს, მაგრამ …”

  • საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

    საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

  • მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი, ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

    მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი, ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

  • საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

    საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

  • კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

    კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

  • ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

    ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

  • გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

    გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

  • “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება”

    “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება”

  • სერგო ჩიხლაძე – განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა – კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?!

    სერგო ჩიხლაძე – განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა – კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?!

  • დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

    დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge