NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

22 იან 2021 პოლიტიკა 449 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წინა ხელისუფლებამ ისკანდერის ნაწილებიც კი არ მოიძია, რომელიც მთავარი მტკიცებულება იყო და რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2014 წლიდან ეძებდა, საბოლოოდ კი, 2018 წელს აშშ-ის დახმარებით მოიპოვა.

“რუსეთის გუშინდელი პროპაგანდა იყო პიარული მარაზმი, ასეთ პიარულ თავხედობაში გუშინ გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“ და საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას. ეს იყო მოკლე შეფასება გუშინდელი დღის – რუსები და „ნაცები“ იყვნენ პიარულ თავხედობაში გადასული და საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას, რადგან ეს არის ისტორიული ფაქტი. ეს მარტივი ნამდვილად არ იყო, უდიდესი შრომის შედეგი იყო, არც ვაპირებდით იმაზე საუბარს, ვისი დამსახურება იყო, ყველა მოქალაქეს განურჩევლად ყველაფრისა ვულოცავდით გამარჯვებას, თუმცა, „ნაცმოძრაობამ“ განიზრახა ე.წ.პიარული ტრიუკების კეთება, ამის დრო ნამდვილად არ იყო. თუმცა, იკადრეს და თუ მათი მთავარი მიღწევა ჩვენგან აინტრესებთ, არის ის, რომ ომიდან ორ თვეში საქართველოს ომის დაწყება რომ დააბრალეს. ეს რეზოლუცია, ჩვენი და საქართველოს მთავარი მიღწევა ამ საკითხთან დაკავშირებით იყო გუშინდელი დღე, როცა ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლებრივად, რომ რუსეთია ოკუპანტი და ადამიანის უფლებები დაარღვია ბევრ პუნქტში, ბევრ ნაწილში. რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთისგან არ ველოდებით, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაიწყება ხვალვე, მაგრამ დეოკუპაციის გზაზე ეს იყო უმნიშვნელოვანესი და ისტორიული დოკუმენტი. როცა აღსრულების მექანიზმი ჩაირთვება – მინისტრთა კომიტეტს ვგულისხმობ, მინიმუმ გარკვეული მოთხოვნის უფლება გვექნება და სამართლებრივი საფუძველიც, რაც აქამდე ასე მყარად არ გვქონდა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უტიფრობას, მინდა გაგახსენოთ, რომ რეალურად ისკანდერის ნაწილებიც კი არ ჰქონდათ მოძიებული არათუ წარდგენილი სასამართლოში. სარჩელი შეიტანეს – მადლობა, ეს არის ერთადერთი დამსახურება, რაც გააკეთეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა და რაღაც მტკიცებულებები წარადგინეს, რომელიც არ იყო საკმარისი. თითი თითზე არ ჰქონდათ დადებული. სარჩელის წარდგენა თუ მთავარი დამსხურებაა, კი ბატონო, ეს დამსახურება ჰქონდეთ, სარჩელიც არ უნდა წარედგინათ თურმე“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, თუ იქნება შესაძლებელი სახელმწიფომ სხვა პლატფორმებიც გამოიყენოს, რათა რუსეთის წინააღმდეგ მეტი სამართლებრივი არგუმენტი ჰქონდეს, ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ, თუმცა, არსებობს გარკვეული რისკებიც იმ რეზოლუციის სახით, რომელიც ომიდან 2 თვეში იქნა მიღებული.

თუმცა, როგორც მდინარაძე აღნიშნავს, სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა, რომ რუსეთი ოკუპანტია.

„თუ ქართული სახელმწიფოს ინტერესებია, რომ ცალკე კიდევ სხვა პლატფორმები ვიპოვოთ იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მყარი სამართლებრივი საფუძველი გვქონდეს. ბუნებრივია, საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოტოვებს, თუმცა, აქ არის სამართლებრივი რისკები გარკვეულ თემებთან დაკავშირებით, რადგან მაგალითად, „ნაცმოძრაობას“ ხმა აქვს მიცემული და მხარი აქვს დაჭერილი იმ რეზოლუციისთვის, რომლითაც საქართველოს ბრალდება ის ტყუილი, რასაც ქვია ომის დაწყება“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

2021-01-22
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მტკიცებულებები, რომელიც საზოგადოებამ აქამდე იხილა, ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებს – პოლიტიკური სპეკულაციები და პოლიტიკური ჩარევა ვერ მოხდება

შემდეგი სტატია

მხოლოდ საარჩევნო სისტემა ვერ იქნება შესვლის საფუძველი

მსგავსი სტატიები

უცხოური მედია: ნატომ შესაძლოა თურქეთი რუსეთის გამო გარიცხოს

19 დეკ 2017
პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების

პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების

ირაკლი შალიკაშვილი 26 ნოე 2020
„მაშინ ანგარიში გავუწიეთ მთავრობის ხელმძღვანელობის პოზიციას, რაც, ვფიქრობ, რომ იყო არასწორი კომპრომისი“

„მაშინ ანგარიში გავუწიეთ მთავრობის ხელმძღვანელობის პოზიციას, რაც, ვფიქრობ, რომ იყო არასწორი კომპრომისი“

16 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

  • შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

    შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

  • საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

    საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

  • შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

    შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

  • “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

    “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

  • დეკანოზი ანდრია შეწყალების მოთხოვნაზე: რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა …

    დეკანოზი ანდრია შეწყალების მოთხოვნაზე: რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge