NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

22 იან 2021 პოლიტიკა 128 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დავესესხები, რომლის გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ მისი ქმედებები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თქვენი აქ ყოფნა საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას კიდევ ერთხელ ახდენს. საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა გვაქვს და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც დაკავშირებულია კოვიდ-19-ის პანდემიასთან, ნატო და საქართველო აგრძელებენ პარტნიორობის გაძლიერებას. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს მიღწევებს და შევაფასებთ რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში. გასულ წელს ჩვენ გავაფართოვეთ ნატო -საქართველოს არსებითი პაკეტი, რაც ეხმარება საქართველოს გაატაროს რეფორმები, გააძლიეროს თანამშრომლობა მოკავშირეებთან და გააგრძელოს წვლილის შეტანა ერთობლივ უსაფრთხოებაში. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციას. პრეზიდენტმა და მე დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ტრენინგები და წვრთნები და საზღვაო მხარდაჭერის გაძლიერება. დღეს ჩვენ, ასევე, განვიხილეთ უსაფრთხოების სიტუაცია შავი ზღის რეგიონში და რუსეთის მხრიდან მიმდინარე სამხედრო ძალის გაძლიერება. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პოლიტიკა და გაიყვანოს იქიდან თავისი სამხედრო ძალები.

ადამიანის უფლებათა სასამართლოს დავესესხები, რომლის გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ მისი ქმედებები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში რეფორმების გატარების მიმართ მიღწეული პროგრესი. სტოლტენბერგის თქმით, ეს პროგრესი საქართველოს აახლოვებს მის საბოლოო მიზანთან – ნატო-ში გაწევრიანებასთან.

„ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველო ახორციელებს რეფორმების მიმართულებით. ეს არის გადამწყვეტი, იმიტომ, რომ პროგრესი რეფორმებზე უფრო გვაახლოვებს ერთიან მიზანთან – ნატოს წევრობასთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

TOP იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილი 2021-01-22
ნინო ჩხეიძე
Tags TOP იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა

შემდეგი სტატია

საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

მსგავსი სტატიები

2019 წლის დასაწყისში დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს – კახა კალაძე

2019 წლის დასაწყისში დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს – კახა კალაძე

26 დეკ 2018
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვა კონსტიტუციაში 21 მარტისთვის დასრულდება

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვა კონსტიტუციაში 21 მარტისთვის დასრულდება

26 იან 2018
არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდებ

არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდებ

ირაკლი შალიკაშვილი 02 სექ 2019

უახლესი ამბები

  • ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

    ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

  • აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

  • ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

    ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

  • ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

    ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

  • აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

    აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

  • “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

    “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

  • ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

    ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

  • “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

    “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

  • ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

    ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge