NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

21 იან 2021 სამართალი 122 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ  საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოში მოგებული ისტორიული გამარჯვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიულოცა.

მამუკა მდინარაძემ ყველა იმ ადამიანს მადლობა გადაუხადა, ვინც აღნიშნულ შრომასა და ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა, განსაკუთრებით კი თეა წულუკიანს.

“ნება მომეცით, რომ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მოვულოცო ისტორიული გამარჯვება.

დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ იქ, სადაც სიმართლეა მთავარი არგუმენტი, იქ, სადაც სიმართლე ჭრის, ასე ვთქვათ, იქ იმარჯვებს საქართველო, მათ შორის, ოკუპანტის წინააღმდეგ.

დღეს საქართველომ მოიგო გრძელვადიანი სამართლებრივი ომი რუსეთის წინააღმდეგ და დიდი ხნის შრომის შედეგი ნამდვილად დაფასდა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამ შრომასა და ბრძოლაში იყო ჩართული, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი თეა წულუკიანი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, ამ ტრიბუნასთან იდგა.

შესაბამისად, საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის შეუქცევადი პროცესისათვის.

საქართველოს დღევანდელი დღიდან, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, აქვს მყარი საფუძველი სამართლებრივად მოთხოვოს ოკუპანტ ქვეყანას ყველა იმ ქმედების განხორციელება, რომელიც საჭიროა საქართველოს დეოკუპაციისათვის. დაწყებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის აღდგენიდან რამდენადაც ეს შესაძლებელია, დამთავრებული თუნდაც სამომავლო პერსპექტივაში თავისი სამხედრო ძალებისა და შენაერთების გაყვანით საქართველოს ტერიტორიიდან.

ეს ისტორიული დღე ჩაიწერება მართლაც ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში და ეს არის ერთ-ერთი მყარი გამარჯვება ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” დღეს განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

კომენტარები

2021-01-21
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

შემდეგი სტატია

რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

მსგავსი სტატიები

ზაზა სარალიძემ გენერალური ინსპექცია ცოტა ხნის წინ დატოვა

ზაზა სარალიძემ გენერალური ინსპექცია ცოტა ხნის წინ დატოვა

12 ივნ 2018

გვარამია: მეოთხე პრეზიდენტის ადგილზე რომ ვიყო, დაუყოვნებლივ გამოვცემდი შეწყალების აქტს

09 იან 2018
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავაა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავაა

31 იან 2018

უახლესი ამბები

  • სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

    სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

  • ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

    ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს

  • მოსკოვის რეაქცია სიმეტრიული იქნება – კრემლში აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდეს

    მოსკოვის რეაქცია სიმეტრიული იქნება – კრემლში აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდეს

  • ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? – მთავრობამ ისმინა ხალხის და ახლა არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი

    ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? – მთავრობამ ისმინა ხალხის და ახლა არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი

  • უარი შენობების პიკეტირებას და კიდევ უფრო მშვიდობიანი საპროტესტო აქციები

    უარი შენობების პიკეტირებას და კიდევ უფრო მშვიდობიანი საპროტესტო აქციები

  • 500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

    500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

  • დავით ყაზარაშვილი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ

    დავით ყაზარაშვილი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ

  • მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ …

    მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ …

  • გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

    გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge