NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

21 იან 2021 პოლიტიკა 138 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მამუკა ხაზარაძესთან ინციდენტი არც დამიგეგმავს, არც დამიწყია. მე უბრალოდ რეაქცია მქონდა. არაფერს ვნანობ. როცა მოსანანიებელი მექნება, მოვინანიებ, როცა ბოდიში მექნება მოსახდელი, მოვიხდი აუცილებლად – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, მას ჰქონდა ხაზარაძის შეურაცხყოფაზე მხოლოდ რეაქცია და პასუხი.

“როცა სადმე შეცდომას დავუშვებ და მივხვდები, რომ ეს შეცდომა იყო, ბოდიშს მოვიხდი, არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ხაზარაძესთან მიმართებით, მე არც დამიგეგმავს ეს და არც შეურცხყოფა დამიწყია. მე მქონდა რეაქცია შეურაცხყოფაზე და ეს იყო ჩემი პასუხი. არავის ვაპატიებ არასდროს ჩემს შეურაცხყოფას, ეს ყველამ გაითვალსიწინოს. შესაბამისად, რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, საკუთარი პოზიციის სისწორეში დარწმუნებულია.

„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი პოზიცია სწორია. ამის თქმის საფუძველს ჩვენ გვაძლევს ის რომ, აშშ, ევროკავშირი, ნატო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლაამენტი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენ ვფიქრობთ, რომ “ქართულ ოცნებას” უნდა დავათმობინოთ ის საკითხები, რასაც ბოიკოტისას ვითხოვდით და ამის შემდეგ უნდა შევიდეთ პარლამენტში. ჩვენ ყველანი ერთ აზრზე ვართ და არიან ამრევები, რომლებიც ცდილობენ სხვებს ტვინი აურიონ, არაფერს ვიტყვი, ერთგვარი მორატორიუმი მაქვს ოპოზიციასთან ბრძოლასა და კინკლაობაზე”, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში „კრიზისი გრძელდება და საშველი არ ჩანს“.

„ოპოზიციაში ყველა უყურებს ერთმანეთს. ცოდვა გამხელილი სჯობს და მეც ძალიან ვცოდავდი, რომ არავის არაფერს ვაკლებდი და ვიყავით ამ შეურაცხყოფის კორიანტელში ჩართულები და ზოგჯერ მეტისმეტიც მომივიდა. ქვეყანაც გაიჭედა და ამას პირი არ უჩანს. ზოგიერთ პოლიტიკოსს ეს მიაჩნია პოლიტიკად, რაც მეტ შეურაცხყოფას მოგაყენებს ყოველდღე. ჩვენთვის კი, ეს არის ხალხის სამსახური და სადღაც ხომ უნდა გაწყდეს ეს? სადღაც ხომ უნდა გაჩერდეს და სადღაც უფრო მეტი პასუხისმგებლობით ხომ უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს? ერთმანეთს უყურებენ და ვერ ბედავენ გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ ვბედავთ გადაწყვეტილების მიღებას. ამათთანაც ვცადეთ დალაპარაკება, იმათთანაც ვცადეთ, მაგრამ რა ვქნათ, არ უნდათ, ფეხს ითრევენ. ქვეყანა გავჭედეთ ყველამ ერთად. ჩემთვის პოლიტიკაში ყოფნა არის ხალხის სამსახური და ძლივსღა ვახერხებ, რომ ადამიანებს დავეხმარო. სრულიად მოვწყდი ამ სივრცეს და გადავეშვი კინკლაობის ორომტრიალში“,- განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება შეფასებას, რომ ელისაშვილი ოპოზიციური სპექტრისგან გარიყულია, მისი თქმით, „ღიმილის მომგვრელია, რომ ვითომ ოპოზიციიდან გარიცხეს“.

„ვიღაცას ჰგონია, რომ საბავშვო ბაღის დირექტორია და იქ ვიღაცას იღებენ ან რიცხავენ, ეს ძალიან სასაცილოა. პარტია ოპოზიციაშია თუ ხელისფულებაში ანუ პოლიტიკურ სივრცეში სად არის, ამას არჩევნებზე ამომრჩეველი წყვეტს. ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ვიღაცებს, როგორც ჩანს, არ ესმით“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

2021-01-21
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

შემდეგი სტატია

პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

მსგავსი სტატიები

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველი გადასული იყო პოლიტიკურ აქტივობაზე“

17 ნოე 2017
გიგა ბოკერია – ელჩი ბაქრაძე ისეთი უტიფარი და ბრყვია, რომ …

გიგა ბოკერია – ელჩი ბაქრაძე ისეთი უტიფარი და ბრყვია, რომ …

ნინო ჩხეიძე 19 ნოე 2020

“საქართველო, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლია”

07 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • მოსკოვის რეაქცია სიმეტრიული იქნება – კრემლში აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდეს

    მოსკოვის რეაქცია სიმეტრიული იქნება – კრემლში აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდეს

  • ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? – მთავრობამ ისმინა ხალხის და ახლა არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი

    ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? – მთავრობამ ისმინა ხალხის და ახლა არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი

  • უარი შენობების პიკეტირებას და კიდევ უფრო მშვიდობიანი საპროტესტო აქციები

    უარი შენობების პიკეტირებას და კიდევ უფრო მშვიდობიანი საპროტესტო აქციები

  • 500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

    500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

  • დავით ყაზარაშვილი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ

    დავით ყაზარაშვილი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ

  • მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ …

    მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ …

  • გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

    გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

  • ცვლილებები საარჩევნო კოდექსს კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის

    ცვლილებები საარჩევნო კოდექსს კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის

  • ბატონმა მიშელმა გვითხრა, რომ თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთო

    ბატონმა მიშელმა გვითხრა, რომ თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთო

  • ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილის ტონალობას რომ მოვუსმინეთ, ისევ ძალიან ხისტი იყო, კვლავ კუნთებზე იყურება

    ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილის ტონალობას რომ მოვუსმინეთ, ისევ ძალიან ხისტი იყო, კვლავ კუნთებზე იყურება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge