NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

20 იან 2021 პოლიტიკა 112 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ სამწუხაროდ, საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ის რაზეც საუბრობს, ცნობილია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც.

„მათი მართვის და გავლენის ქვეშ მყოფ კრომინალებს უპირისპირებს პენიტენციური სამსახური ადამიანის უფლებების დამცველებს და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და ეს არის აღმაშფოთებელი. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ამ ადამიანებმა სამართლებრივად აგონ პასუხი.

ის, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობს, ყველასთვის ცნობილია, ცნობილია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც, მე მქონია მათთან არაერთი საუბარი პირადად, მაღალი თანამდებობის პირებთან, მათთანაც ვინც ამაზე არიან უშუალოდ პასუხისმგებლები, ყველამ ყველაფერი იცის, ყველა ყველაფერს აღიარებს და დღეს ჩვენ მოვედით იქამდე, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს წაქეზებით, კრიმინალებს უპირისპირებენ სახალხო დამცველს. რაც შეეხება ფიზიკურ უსაფრთხოებას, იქ იყო შექმნილი საკმაოდ დაძაბული ვითარება, ფიზიკურ შეხებას ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია, თუმცა, რეალური განცდა საფრთხის ჩემს წარმომადგენლებს და თითოეულ ჩვენგანს, რა თქმა უნდა, გვაქვს. რაც შეეხება სხვა პატიმრებს, როცა ჩვენი წარმომადგენლები ცდილობენ სხვა პატიმრებთან კომუნიკაციაში შესვლას, იქ მყისვე ჩნდებიან ისინი და იძულებულნი ხდებიან მათ შეწყვიტონ ჩვენთან კომუნიკაცია“, – განაცხადა ლომჯარიამ.

კითხვაზე, აქეზებს თუ არა ამ ყველაფერს ყოფილი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ომბუდსმენი პასუხობს, რომ კი.

„დიახ რა თქმა უნდა, ყველაფერი დაიწყო შარშან ამ დროს, როცა ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა ანგარიშის საპასუხოდ, სადაც ამ ძალიან მავნე პრაქტიკაზე ვსაუბრობდით, იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა არგუმენტირებული პასუხები ამ ბრალდებებზე, ჩაიდინა კანონდარღვევები და მას შემდეგ საჯაროდ არაერთგზის დასხმია თავს სახალხო დამცველს და ამ ინსტიტუტს როგორც ქალბატონი ყოფილი მინისტრი, ასევე პენიტენციური სამსახური თავისი ოფიციალური განცხადებებით. მე არ ვამბობ, რომ მან შექმნა ეს სისტემა, მას დახვდა ნამდვილად ეს სისტემა, მაგრამ პირველად იყო, რომ საჯარო განცხადებებით მან ნაცვლად იმისა, რომ უარყოფა გაეკეთებინა ან დაეგმო მსგავსი პრაქტიკა, მან დაადანაშაულა სახალხო დამცველი და პრაქტიკულად გამოაცხადა ბრძოლა სახალხო დამცველის წინააღმდეგ და ამის გაგრძელებაა ის, რომ ციხის ადმინისტრაციები თავადაც აქეზებენ ამ პატიმრებს, რომ ხელი შეგვიძალონ, გადმოვუდნენ მუქარებზე,”- განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები

2021-01-20
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

შემდეგი სტატია

არჩევნების გაყალბება პოლიტიკის გაყალბების, იქ დამკვიდრებული სიცრუის, სიტყვის გატეხვის და ღალატის ბრალია – პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება

მსგავსი სტატიები

გუბაზ სანიკიძე – „ქართულ ოცნებაში“ რღვევა დაიწყო

გუბაზ სანიკიძე – „ქართულ ოცნებაში“ რღვევა დაიწყო

03 იან 2019
სკანდალი პირდაპირ ეთერში: უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა ცადა

სკანდალი პირდაპირ ეთერში: უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა ცადა

23 ნოე 2017
გიორგი გახარია შობას საოკუპაციო ხაზთან, ფახულანის საგუშაგოზე შეხვდა

გიორგი გახარია შობას საოკუპაციო ხაზთან, ფახულანის საგუშაგოზე შეხვდა

07 იან 2018

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge