NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

20 იან 2021 პოლიტიკა 136 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ განმარტა, გიორგი ვაშაძეს სულ მოუწევს დამალვა.

„რამდენი ხანი შეიძლება ადამიანს თვალებში ვერ უყურებდე იმიტომ, რომ საკუთარი სიტყვა გატეხე, მე ხომ ამას სულ ვილაპარაკებ, ყოველდღიურად ვილაპარაკებ, ყველა სიტყვის გამტეხ ადამიანზე ამას ვილაპარაკებ, რამდენი ხანი გამიძლებენ?…ვახო მეგრელიშვილს ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა გიორგი ვაშაძესთან, მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ადამიანურად ერთმანეთთან, როცა ჩვენ უცნაურობა დავინახეთ, ამ უცნაურობის შესახებ ვთქვით საჯაროდ. დღეს, ამ უცნაურობას დაემატა ის, რომ ბატონი სერგო ჩიხლაძე ტელევიზიაში მივიდა და არაცივილურად დატოვა ის მაგიდა, სადაც ის იჯდა, ერთ-ერთი სტუმარი ვახო მეგრელიშვილი იყო, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს არაცივიულურობა საჯარო სივრცეში. ჩვენ საჯარო პროფესიის წარმომადგენლები ვართ, აქ მაშინვე ჩანს ვინ იტყუება და ვინ არა, აქ მაშინვე ჩანს ვის აქვს პარტნიორებთან საუბრის მორალური უფლება და ვის არა, ვინ გარბის და ვის არ ეშინია და ახლა მე შეშინებულს ვგავარ? ჰკითხეთ აბა, რატომ არ ზის აქ, რატომ გითხრათ უარი. ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, ვაშაძეს შესაძლოა, „მოქალაქეებთან“ ერთად არ სურდა შეხვედრა, ხვიჩია პასუხობს, რომ მათ ეს უნდა სცოდნოდათ და „გაუგებდნენ“.

„შეიძლება, მაგრამ ეს უნდა ვიცოდე და შემეძლო გამეგო პირად საუბარშიც და საერთოდ არ ჩავაყენებდი უხერხულ სიტუაციაში ბატონ გიორგის, როგორც ახლა არ ვაპირებ, „ლელო“ ჩავაყენო უხერხულ სიტუაციაში. „გირჩმა“ დავისახეთ მიზნად, ქართული პოლიტიკური სპექტრი დაგველაპარაკებინა ერთმანეთს, მართლა საუბარი დაგვეწყო ერთმანეთთან, მე ვფიქრობ, ჩვენ ეს წარმატებით გამოგვივიდა და ბატონმა გიორგი ვაშაძემაც იცის, რომ ეს წარმატებით გამოგვივიდა. გიორგი ვაშაძეს ამ წარმატების უკან წაღება უნდა. მე არ მჯერა იმ ოპოზიციის, რომელიც ერთმანეთთან არ ლაპარაკობს, ერთმანეთთან არ ჯდება, პირიქით, ჩვენი სიძლიერე არის ლაპარაკი. ეს არის ადგილი, ეს არის პროფესია, სადაც ან საჯარო სივრცეში ლაპარაკობ, ან გაქრები, და გიორგი ვაშაძესაც მოუწევს ამ წესების დამორჩილება. მან გაბედა პირველმა ამ საქციელის ჩადენა და ის სანიმუშოდ უნდა დაისაჯოს, რომ სხვამ ეს არასდროს გაბედოს, მან ელექტორალურად უნდა ნახოს ზიანი საკუთარი სიტყვის გატეხის გამო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

გიორგი ვაშაძე იაგო ხვიჩია 2021-01-20
ნინო ჩხეიძე
Tags გიორგი ვაშაძე იაგო ხვიჩია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კამალა ჰარისი: For the people—always

შემდეგი სტატია

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

მსგავსი სტატიები

კარასინი: იმისთვის, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართოს, საჭიროა სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოების გატარება

კარასინი: იმისთვის, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართოს, საჭიროა სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოების გატარება

24 მაი 2018
12 აგვისტომდე იყო ე.წ. ომის სამართლის საქმე, 12-ის შემდეგ სხვა კანონები ჩაირთო

12 აგვისტომდე იყო ე.წ. ომის სამართლის საქმე, 12-ის შემდეგ სხვა კანონები ჩაირთო

ირაკლი შალიკაშვილი 22 იან 2021
გვაქვს რეგიონალური ტურნე – ხუთშაბათს და კვირას ვიქნებით ზუგდიდსა და ბათუმში

გვაქვს რეგიონალური ტურნე – ხუთშაბათს და კვირას ვიქნებით ზუგდიდსა და ბათუმში

ირაკლი შალიკაშვილი 16 დეკ 2019

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge