NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

19 იან 2021 პოლიტიკა 122 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ ჩვენ გვინდა, რომ გადავრჩეთ როგორც ეკონომიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, ქვეყანა უნდა გაიხსნას, – ასე მიმართა მოძრაობა „ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ ხელისუფლებას.

მისი განცხადებით, ერთწლიანი საყოველთაო ჩაკეტვა, კომფორტს მხოლოდ „ქართულ ოცნებას” უქმნის. დოლიძის განცხადებით, არც ერთ დასავლეთის ქვეყანაში ამდენი ხანი არ ყოფილა ჩაკეტილი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ტრანსპორტი.

„ფაქტობრივად, ერთი წელი იქნება, რაც ჩვენი ქვეყანა ჩაკეტილია. არ მუშაობს სკოლები და საბავშვო ბაღები. თვეების განმავლობაში გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. არც ერთ დასავლეთის ქვეყანაში ამდენი ხანი არ ყოფილა ჩაკეტილი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ტრანსპორტი, რადგან ყველამ იცის, რამხელა სოციალურ-ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემასთან არის დაკავშირებული სახლში გამოკეტილი ბავშვი. ხოლო ტრანსპორტის დაკეტვა არის აბსოლუტური შეტევა მშრომელ ხალხზე, იმ ხალხის მიერ, ვინც არ სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

ის რაც მოხდა ბაკურიანში, როდესაც სასტუმროებიდან გამოყარეს დამსვენებლები და, ფაქტობრივად, ბოლო ლუკმა წაართვეს მათ მეპატრონეებს, არის ნამდვილად ბოლო წერტილი ქართველი ხალხის როგორც ეკონომიკური, ისე ფსიქო-სოციალური გამძლეობისა. აღარ გავაგრძელებ დანარჩენ პრობლემებზე საუბარს – ცხოვრების გაძვირება, უმუშევრობა, სტუდენტების საკითხი. ჩვენი ქვეყანა ძალიან არასწორად წავიდა, როდესაც მთლიანად ჩაიკეტა, ხოლო ხელისუფლება არანაირ გეგმას არ გვთავაზობს. მაგალითად, განათლების სამინისტროს არანაირი ახსნა-განმარტება და გეგმა არ წარმოუდგენია, როდის უნდა გაიხსნას სკოლები. როდემდე უნდა გადადიოდეს ეს ყოფა მშობლების ხარჯზე? ფაქტობრივად, რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა საკუთარი პოლიტიკური კომფორტისთვის, ესაა დარტყმა მშრომელ ხალხზე. ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა. ნელ-ნელა ჩვენ ჩავედით ისეთ ორმოში, საიდანაც ამოსვლა გაჭირდება,”- განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

2021-01-19
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

შემდეგი სტატია

„ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პარტია არის ძლიერი,  ვითარდება და დღეს არის წინაპირობა იმისა, რომ  ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პარტია არის ძლიერი, ვითარდება და დღეს არის წინაპირობა იმისა, რომ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

23 აპრ 2018
,,15 ივნისს საქართველოს მთავრობას შემზადებული უნდა ჰქონდეს სიტუაცია”

,,15 ივნისს საქართველოს მთავრობას შემზადებული უნდა ჰქონდეს სიტუაცია”

15 მაი 2018
„ღირსების არჩევნებში საქართველოს მოქალაქემ თავისი პოზიცია გამოხატა“

„ღირსების არჩევნებში საქართველოს მოქალაქემ თავისი პოზიცია გამოხატა“

სოსო ელისაშვილი 29 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge