NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»„ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

„ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

19 იან 2021 პოლიტიკა 147 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეს საპარლამენტო ბოიკოტი სინამდვილეში მიზნად ისახავდა ახალი ოპოზიციური პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ახალი ოპოზიციური პარტიებისგან საფრთხე იგრძნეს.

„როგორც ჩანს „ნაციონალურმა მოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე მეტად საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და ეს საპარლამენტო ბოიკოტი სინამდვილეში მიზნად ისახავდა მათ რეპუტაციულ დაზიანებას და არაფერ სხვას. ჩვენ ეს არ გვიკვირს, რადგან მათ ყოველთვის ჰქონდათ ასეთი არასახელმწიფოებრივი მიდგომები და პრინციპები,”- განაცხადა იონათამიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას გიორგი ვაშაძის ყოფილი თანაგუნდელებისგან შესაძლო დაშანტაჟების თაობაზე და აღნიშნა, რომ თითოეული ადამიანი ვალდებულია, ხმამაღლა განაცხადოს თუკი რაიმე შანტაჟს აქვს ადგილი.

„ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ერთ- ერთი მთავარი საკითხი, რასაც დიდ ყურადღებას და რესურსს ახმარდა „ნაციონალური მოძრაობა“, ეს იყო სწორედ კომპრომატების შეგროვება როგორც ოპონენტების, ასევე საკუთარი გუნდის წევრების მიმართ, ასე რომ ჩვენ მათგან არაფერი გაგვიკვირდება, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ კომპრომატებით არავის არაფრის მიღწევის მცირედი შანსიც კი აღარ აქვს დღევანდელ საქართველოში, ამიტომ თუკი ვინმე გაბედავს მსგავსი უღირსი საქციელით გარკვეული მიზნების მიღწევისთვის ნაბიჯის გადადგმას, ჩვენს საზოგადოებას ექნევა ძალიან მკაცრი პასუხი. თითოეული ადამიანი არის ვალდებული, რომ ხმამაღლა ილაპარაკოს თუკი მსგავსი უღირსი ქცევები იქნება ვინმეს მხრიდან დაშვებული,”- აღნიშნა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, იაგო ხვიჩია ვარაუდობს, რომ გიორგი ვაშაძეს შესაძლოა, ყოფილი თანაგუნდელები აშანტაჟებდნენ და სწორედ ამიტომ აღარ სურს ვაშაძეს მათთან იდივიდუალური შეხვედრა.

კომენტარები

2021-01-19
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

შემდეგი სტატია

ყველაზე უმნიშვნელო საკითხი რასაც ახლა ოპოზიცია ითხოვს, რიგგარეშე არჩევნებია

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპმა Facebook-ზე რუსების მიერ რეკლამის ყიდვას “მისტიფიკაცია” უწოდა

22 სექ 2017
ხოშტარია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანების შესაძლებლობას ვერ ხედავს

ხოშტარია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანების შესაძლებლობას ვერ ხედავს

სოსო ელისაშვილი 15 ოქტ 2018

კანდელაკი: იმედია, საქართველოს მთავრობა პატივისცემით მოეპყრობა მაღალი რანგის სიგნალს ბრიუსელიდან

16 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge