NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

18 იან 2021 საზოგადოება 142 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ვაშაძე მათთან შეხვედრის პერსპექტივით კმაყოფილი იყო და პოზიცია მოულოდნელად შეიცვალა.

ელისაშვილის განცხადებით, ისინი მზად არიან ნებისმიერ ფორმატში შეხვდნენ ვაშაძეს, ერთადერთი წინაპირობა კი ის არის, რომ შეხვედრა ჩართული კამერების წინაშე წარიმართოს.

„ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობთ შეხვდრას და დალაპარაკებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგი იყოს ერთგვარი პლებისციტი 2022 წელს არჩევნების ჩანიშვნის, რაც იქნებოდა გამოსავალი ყველასთვის და რაც განმუხტავდა ვითარებას. ამაზე გვინდა ლაპარაკი რაღაც განსაკუთრებულზე კი არა. შეხვედრა იყო შეთანხმებული, გირჩის ბიჭები შეუთანხმდნენ ვაშაძეს, დღეს ეს შეხვედრა უნდა ყოფილიყო, ვაშაძე ამ შეხვედრის პერსპექტივით ძალიან კმაყოფილი იყო, ორი დღის წინ და ორი დღის თავზე მან მოულოდნელად შეცვალა პოზიცია და თქვა, რომ არა არ უნდა ინდივიდუალური შეხვედრა. კი ბატონო, არ არის პრობლემა, როგორი შეხვედრაც უნდა ისე გვითხრას, როგორც უნდა და სადაც უნდა ისე, როგორი ფორმატიც უნდა, არ გვაქვს ჩვენ პრობლემა მივიდეთ და დაველაპარაკოთ. ოღონდ, ერთადერთი პირობა მაქვს, რომ ეს შეხვედრა მიმდინარეობდეს თავიდან ბოლომდე ჩართული კამერების წინ. ჩვენ არაფერი დასამალი ხალხისგან არ გვაქვს და რადგან ხალხის ბედზე ვლაპარაკობთ, ჩავრთოთ ეს კამერები და ხალხს გავაგებინოთ, რადგან პირადად რაიმე კი არ მაქვს გასარჩევი გიორგი ვაშაძესთან, ან ხაზარაძესთან ან სხვასთან ოპოზიციაში, ხალხის ბედზე ვლაპარაკობთ, ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე, ვის რა აქვს დასამალი. აუხსნელია, გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს რაღაცა კომპრომატები აქვთ, ყოფილი თანაგუნდელი ვაშაძის წინააღმდეგ, არ ვიცი შეიძლება ასეა, შეიძლება ასე არაა, თავს ვერ დავდებ ამაზე, მაგრამ ფაქტი არის, რომ ძალიან უხერხულად და მოულოდნელად შეიცვალა გიორგი ვაშაძემ პოზიცია

ჩვენ მზად ვართ პარტიებს ინდივიდუალურადაც შევხვდეთ, ერთობლივადაც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ იდეალური წინადადებაა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგი იყოს პლებისციტის რანგის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი წინადადება და ამ წინადადებით უნდა ვებრძოდეთ ახლა „ქართულ ოცნებას“ რომ ეს გამოვგლიჯოთ, ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ თვითონ ოპოზიცია ვერ ხვდება ან არ ხვდება რამდენად ძლიერი წინადადება არის ეს“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისათვის, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს. მანამდე “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. მისი განცხადებით, 90%-ით დარწმუნებულია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი „გირჩის“ წინადადებას მიიღებს. მისი თქმით, მათი შეთავაზება მდგომარეობს იმაში, თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციამ გამოიყენოს ტესტად, როგორც პლებისციტის ანალოგ ღონისძიებად იმისათვის, რათა განვსაზღვროთ, როგორია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი.

კომენტარები

TOP 2021-01-18
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

შემდეგი სტატია

გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

მსგავსი სტატიები

იმერეთში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 7000 ჰექტარზე მეტი ფართობია დამუშავებული

19 სექ 2017
ნინო ლაპიაშვილი: აღფრთოვანებულმა შეიხა მოზამ ქართველ შემსრულებლებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა

ნინო ლაპიაშვილი: აღფრთოვანებულმა შეიხა მოზამ ქართველ შემსრულებლებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა

27 იან 2019
“… წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუდამოდ დავამახინჯებთ თბილისის ერთ-ერთ სიმბოლოს”

“… წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუდამოდ დავამახინჯებთ თბილისის ერთ-ერთ სიმბოლოს”

18 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

    ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

  • აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

  • ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

    ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

  • ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

    ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

  • აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

    აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

  • “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

    “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

  • ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

    ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

  • “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

    “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

  • ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

    ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge