NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

18 იან 2021 საზოგადოება 496 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“გიორგი გაბუნია ნიჭიერი კაცია, ძალიან მტკივნეული და ამაღლევებელი ამბის თანაზიარი გაგვხადა, თუმცა საღათას ძილით მძინარე ქართულ საზოგადოებას მინდა ვკითხო – სად იყო მაშინ, როცა ქალბატონ ჯულიეტამდე რამდენიმე კვირით ადრე ასევე ღვაწლმოსილი და ძვირფასი დონარა კინწურაშვილი გამოეთხოვა წუთისოფელს? როგორ ფიქრობთ, ის დაფასებული, დანახული და მოფერებული წავიდა ამ ქვეყნიდან!? როგორ ფიქრობთ დაფასებული ემშვიდობებიან ამ ქვეყანას ღვაწლმოსილი ექიმები, არქეოლოგები, რესტავრატორები? რა ქნან ამ ადამიანების შვილებმა და ოჯახის წევრებმა რომლებსაც არ აქვთ უნარი და სახსარი იმისა, რომ ფართო საზოგადოებას თავიანთი გულისტკივილი უთხრან, თავიანთი დარდი გაუზიარონ? რამდენიმე დღის წინ ერთი, აწ გარდაცვლილი მხცოვანი არქივარიუსის ქალიშვილმა დამირეკა და დედამისის ანდერძი გამიზიარა- „თავისი ნაშრომი შენ და შენს ორგანიზაციას დაუტოვა გამოსაქვეყნებლად, თავისიანებისაგან აღმაშფოთებელი უყურადღებობის მსხვერპლი იყო და გულნატკენი წავიდაო ამ ქვეყნიდან“! – მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ პროფესიული სოლიდარობის არ არსებობა შიგნიდან ჭამს და ხრავს ჩვენს არ შემდგარ საზოგადოებას! რადგან პროფესიული სოლიდარობა ითვალისწინებს სწორედ შენი წინამორბედის, ღვაწლმოსილის დაფასებას!

ცოდვა გამხელილი სჯობია, ქართულ ჟურნალისტიკასაც თავისი წილი დანაშაული მიუძღვის ჯულიეტა ვაშაყმაძის დარი კორიფეების დაუფასებლობაში! რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ბულინგსა და ჭორაობას გამოდევნებულ მასმედიას ძირითადი, ღირებული, მარადიული თემები და ადამიანები დაავიწყდა… რამდენიმე ჩემი კოლეგა და მათი მეცადინეობა რომ არ ყოფილიყო, ახსოვდა კი ვინმეს დავით სოკოლოვი!? რამდენიმე თვის წინ ჩემი ერთი კოლეგა და მეგობარი საჯაროდ მოთქვამდა დიდი რეზო თაბუკაშვილის ოპერატორის გაუსაძლის მდგომარეობაზე, მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს… ქვეყანა სადაც 30-ზე მეტი ფესტივალი იმართება, რა გახდა ამ სათვალავს ერთი ორი რომ ჩამოვაკლოთ და წელიწადში ერთხელ, პროფესიულმა ორგანიზაციებმა, უწყებებმა, სამინისტროებმა დარგის ყველაზე თვალსაჩინო, მხცოვანი ადამიანები საჯაროდ და სახალხოდ დააჯილდოვონ! რა გახდა ამ მადლიერების ტრადიციად ქცევა!? ამ მხრივ კატასტროფაა კანონმდებლობაში! რომ გინდოდეს შენს ყოფილ, ღვაწლმოსილ თანამშრომელს საახალწლო საჩუქარს ვერ გაუკეთებ, ვერ გაუგზავნი ამანათს, ერთჯერად თუ მრავალჯერად დახმარებას! ვიცი, ეს პირადად გამომიცდია, ათასი რამე უნდა მოიგონო იმისათვის, რომ შენი ყოფილი, ასაკოვანი თანამშრომელი ფინანსურად თუნდაც წელიწადში ერთხელ დააჯილდოვო! ვიღაცა იტყვის, კანონის გარეშეც უნდა ხდებოდეს ესეთი ამბებიო! არა ბატონებო, კანონი საზოგადოების დეკლარირებული ნებაა, რომელსაც რეგულარული ხასიათი აქვს, ეს უკანასკნელი კი ყველაზე მეტად გვჭირდება, იქნებ ოდესმე გავთავისუფლდეთ იმპულსური ქმედებებისაგან, რომელიც დღეს უკვე მხოლოდ ფეისბუქ „ემოჯებით“ შემოიფარგლება,” წერს სოციალურ ქსელში გიორგი კალანდია, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი.

კომენტარები

TOP გიორგი გაბუნია გიორგი კალანდია 2021-01-18
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიორგი გაბუნია გიორგი კალანდია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

შემდეგი სტატია

გერმანიის უდიდესი პარტიის, კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატების (CDU) კავშირის ხელმძღვანელი არმინ ლაშეტი გახდა

მსგავსი სტატიები

საბავშვო ევროვიზიის კონკურსის ბილეთების გაყიდვა იწყება

27 ოქტ 2017
ელისო კილაძე: მეორე უხერხულ კითხვას დავსვამ და მოვრჩი

ელისო კილაძე: მეორე უხერხულ კითხვას დავსვამ და მოვრჩი

ნინო ჩხეიძე 06 თებ 2022

“გილოცავ ნათია ! საქართველო ამაყობს შენით !”

18 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

    “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

  • “რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს”

    “რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს”

  • რატი ბრეგაძე: საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე

    რატი ბრეგაძე: საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე

  • უკრაინული მედია: რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე

    უკრაინული მედია: რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ – უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

    ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ – უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

  • ჯო ბაიდენი: პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ …

    ჯო ბაიდენი: პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ …

  • მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

    მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

  • რატი ბრეგაძე: კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ

    რატი ბრეგაძე: კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ

  • უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

    უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge