NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

18 იან 2021 საზოგადოება 162 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჯულიეტა ვაშაყმაძე საქართველოს ტელევიზიაში დაარსების დღიდან მუშაობდა, მან მაუწყებელში 50 წელი გაატარა. მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.

ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ადამიანი 2004 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მის მეუღელსთან, ტელერეჟისორ შალვა გაბუნიასთან ერთად სამსახურიდან გაათავისუფლა.

„2004 წელს დედას უთხრეს, რომ მისი ადგილი ტელევიზიაში აღარ იყო და მამაჩემთან ერთად გაათავისუფლეს. ასეთი აქტიური ცხოვრების შემდეგ აღმოჩნდნენ განცდასთან, რომ ისინი აღარავის სჭირდებოდნენ.

მამაჩემისა და მის საქმეს თავად აწარმოებდა სასამართლოში, სრულიად მარტო. რაც მთავარია მან საქალაქო სასამართლოში მამაჩემის საქმე მოიგო, თავისი არგუმენტებით მოსამართლე იძულებული გახადა მამაჩემი სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენის გადაწყვეტილება მიეღო.

ტელევიზიამ გადაწყვეტილება შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრა და მამაჩემის სამსახურში აღდგენაზე უარი განაცხადა“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ Post Factum-ის ეთერში.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, თავიანთი ისტორიის ნაწილი არც გარდაცვალების შემდეგ დააფასა.

როგორ გიორგი გაბუნია ყვება, დაკრძალვის დღეს ერთ პატარა თაიგულიც კი არ იყო საქართველოს ტელევიზიის სახელით გამოგზავნილი, მეტიც მათ ჟულიეტა ვაშაყმაძის ოჯახს არც მიუსამძიმრეს.

„მესამე დღეს, როდესაც თავისი დედის და უდროო დროს გარდაცვლილი შვილის გვერდით დავასაფლავეთ, როგორც ხდება ხოლმე მისი საფლავი თაიგულებით გაივსო.

იქ იყო მთავრობის სახელით დიდი გვირგვინი, რომელსაც ეწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, იყო დიდი ყვითელი თაიგული, რომელსაც ეწერა ბუბა კიკაბიძისგან, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ვერ მოვიდა თავად. იყო სხვადასხვა ადამიანებისგან მოტანილი უსახელო ყვავილებიც.

მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა და რომლის სიმბოლოთაც ის იქცა.

საქართველოს ტელევიზიის სახელით იქ არც არავინ მოსულა და არც არავის მოუსამძიმრებია“ , – განაცხდა გიორგი გაბუნიამ.

კომენტარები

TOP გიორგი გაბუნია ჯულიეტა ვაშაყმაძე 2021-01-18
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიორგი გაბუნია ჯულიეტა ვაშაყმაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

შემდეგი სტატია

მკაცრად ვგმობთ რუსეთის გადაწყვეტილებას ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ

მსგავსი სტატიები

გრიპით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ იკლო – რისკჯგუფებში ორსულები შედიან

გრიპით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ იკლო – რისკჯგუფებში ორსულები შედიან

16 იან 2019
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ ხმაურია

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ ხმაურია

ნინო ჩხეიძე 21 თებ 2021
სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა – ოჯახს ექიმებთან პრეტენზიები აქვს

სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა – ოჯახს ექიმებთან პრეტენზიები აქვს

23 იან 2019

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge