რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, მეუღლესთან ერთად, რუსეთში ბრუნდება. ეს მისი პირველი ვიზიტია სამშობლოში, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ნერვული აგენტით მოწამლეს.
ის უკვე ბერლინში Pobeda-ს ავიახაზების თვითმფრინავში იმყოფება. ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ
მან მომხრეებს თხოვნით მიმართა, რომ დახვდნენ. „ფეისბუქზე“ შეიქმნა სპეციალური გვერდიც “შევხვდეთ ნავალნის” , სადაც ათასობით ადამიანმა გამოხატა ინტერესი.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ, გადაიყვანეს.
კომენტარები