NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

16 იან 2021 პოლიტიკა 136 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს.

როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა, „გარდაისახა, ის ახლა ვასიკოშია, ორ ირაკლიშია, ერთ კახაშია, თეაშია და გიაშია. იმ ასფალტშია, რომელსაც მაია დააგებს“.

„თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა. შეუცვლელი და ხელშეუხებელი მინისტრები, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ ბიუჯეტს და ძალოვან ბლოკს, პლიუს საპარლამენტო წარმომადგენლობა „დამამშვენებლის” როლით.

მათ დამატებული მარიონეტი გენერალური პროკურორი და მორჩილი პირებით დაკომპლექტებული სასამარათლო სისტემა, მართული ეროვნული ბანკი და რა მივიღეთ? ივანიშვილის ოცნების ხელისუფლება.

წავიდა თუ არა? არსად წასულა, გარდაისახა. ის ახლა ვასიკოშია, ორ ირაკლიშია, ერთ კახაშია, თეაშია და გიაშია. იმ ასფალტშია, რომელსაც მაია დააგებს და ფინანსთა მინისტრი( სულ მავიწყდება მისი სახელი) დააფინანსებს ნასესხები ფულით, იმ ვაქცინაშია, რომელიც კორონას შემუსრავს და იმ რადიოტალღებშია, რომელიც „იმედს” აფრქვევს ქვეყანაში. იმ ჩაქუჩშია, რომელსაც სპიკერი დასცხებს მაგიდაზე და იმათ გულშია სავსე, ვისი ჯიბეც გაავსო.

ყველგანაა და წავიდაო!

ესეც რწმენის საკითხია. რწმენას ხომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ“, – წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია. პოლიტსაბჭოს შემადგენლობა გაიზარდა და ის 21 წევრითაა წარმოდგენილი.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ასეთია: ირაკლი კობახიძე; კახა კალაძე; ვასილ მაღლაფერიძე; გიორგი გახარია; არჩილ თალაკვაძე; მაია ცქიტიშვილი; გიორგი ვოლსკი; ირაკლი ღარიბაშვილი; თეა წულუკიანი; მამუკა მდინარაძე; კახაბერ კუჭავა; ვახტანგ გომელაური; ეკატერინე ტიკარაძე; ივანე მაჭავარიანი; მაკა ბოჭორიშვილი; შალვა პაპუაშვილი; მარიამ ქვრივიშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; სოზარ სუბარი; დიმიტრი სამხარაძე და თორნიკე რიჟვაძე.

კომენტარები

2021-01-16
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

შემდეგი სტატია

Probing Concern: What is a molecular clock?

მსგავსი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი 20:00 საათზე განცხადებას გააკეთებს

სოსო ელისაშვილი 30 ოქტ 2018
„პრეზიდენტი ფაქტიურად გაიქცა“

„პრეზიდენტი ფაქტიურად გაიქცა“

03 მაი 2018

„დაფიქსირდა შემთხვევა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ჯელალ ქიქავა ურეკავს ზონდერჯგუფებს“

სოსო ელისაშვილი 28 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge