NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

16 იან 2021 პოლიტიკა 128 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნების“ ახლადარჩეული თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა მათთვის სერიოზული გამოწვევაა, თუმცა, ისინი ყველა გამოწვევას გუნდის ერთიანობით უპასუხებენ.

კობახიძის თქმითვე, ის დამოკიდებული იქნება გუნდისა და „ქართული ოცნების“ 44 000 წევრზე.

„მთავარია, რომ გუნდში არის ერთიანობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამოწვევა არის სერიოზული, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს პოლიტიკას და პოლიტიკურ გუნდს, მაგრამ ჩვენ გუნდის ერთიანობით ვუპასუხებთ აბსოლუტურად ყველა გამოწვევას და ამის შედეგებს იხილავს ქართული საზოგადოება. რა თქმა უნდა, მე ვიქნები დამოკიდებული ჩემი გუნდის წევრებზე, დამოკიდებული ვიქნები პოლიტსაბჭოზე, 44 000 წევრზე, რომელსაც აერთიანებს „ქართული ოცნება“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმებით აირჩიეს პოლიტსაბჭოს წევრები, კობახიძე პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო, მთავრობასა და პარლამენტს შორის ბალანსი დაცული ყოფილიყო.

„სხვადასხვა კრიტერიუმი იყო გამოყენებული, პირველ რიგში, პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ბუნებრივია, წარმოდგენილი არიან პარტიის პოლიტსაბჭოში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ბალანსი, მთავრობასა და პარლამენტს შორის და ხედავთ, რომ დაბალანსებულად არიან წარმოდგენილი მთავრობის წევრები, პრემიერი, მინისტრები და პარლამენტის წევრები პოლიტსაბჭოში. ასევე, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, ახალი სახეები, რომლებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო გუნდს, ასევე წარმოდგენილი ყოფილიყვნენ პოლიტიკურ საბჭოში. სწორედ, ამ კრიტერიუმებით მივიღეთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

2021-01-16
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

შემდეგი სტატია

თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

მსგავსი სტატიები

ოსური მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა

17 ნოე 2017
ქალბატონი სალომეს განსახილველი არ არის ევროკავშირის პრობლემები – რომან გოცირიძე პრეზიდენტის მოხსენებაზე

ქალბატონი სალომეს განსახილველი არ არის ევროკავშირის პრობლემები – რომან გოცირიძე პრეზიდენტის მოხსენებაზე

ირაკლი შალიკაშვილი 04 მარ 2020

„მთავრობისგან ველოდებით უფრო მეტ ინფორმაციას“

13 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge