NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ზურაბ ჯაფარიძე: ასე არ ხდება, ზღაპარში ხომ არ ვცხოვრობთ?!

ზურაბ ჯაფარიძე: ასე არ ხდება, ზღაპარში ხომ არ ვცხოვრობთ?!

14 იან 2021 პოლიტიკა 100 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რამდენიც არ უნდა ვთქვათ, რომ კარგი იქნება თუ ივანიშვილი და სააკაშვილი გაიწევიან პოლიტიკიდან და ეს გააჯანსაღებს სიტუაციას, ასე არ ხდება, ზღაპარში ხომ არ ვცხოვრობთ?! პოლიტიკა არის ასეთი სფერო, სადაც ძალით უნდა გაწიო ვიღაცები, არავინ საკუთარი ნებით პოლიტიკურ ძალაუფლებას არ თმობს, თუ არ დაიღალა და მართლა არ წავიდა, ჯერჯერობით დაღლის არაფერი არ ეტყობა არც ერთს და არც მეორეს,- ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „მეტი თავისუფლება-გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემას ის წარმოადგენს, რომ საზოგადოების მხრიდან ერთგვარი დაკვეთაა ბელადის ტიპის პოლიტიკოსებზე და ამ გარემოებით განპირობებული პოლარიზაციის დასრულება მხოლოდ სხვა პოლიტიკური პარტიების გაძლიერებით არის შესაძლებელი. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ხელოვნურად სააკაშვილისა და ივანიშვილის გვერდზე გაწევით პოლარიზების დასრულებას ვერავინ შეძლებს.

„მე, ზოგადად, მგონია, რომ ეგ თვითონ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია და ვერც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გარედან ვერ განსაზღვრავს რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“ ან მიხეილ სააკაშვილი. ზოგადად, მე მგონია, რომ ოპოზიციის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, თუ პოლიტიკოსები, რომლებიც წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში არიან და რაღაც თვალსაზრისით, დაადასტურეს უკანსკნელი წლების განმავლობაში, რომ მათი პოლიტიკაში წინა ხაზზე ყოფნა აღარაა ოპოზიციისთვის დამატებითი რესურსის მომტანი, წინა ხაზზე აღარ იქნებიან და გადაიწევენ უკან, გნებავთ ეს მიხეილ სააკაშვილი იყოს, გნებავთ ნებისმიერი სხვა. მაგრამ ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, საბოლოო ჯამში, როგორ შეიძლება რომელიმე პოლიტიკოსს ვინმემ მიაღებინოს ასეთი გადაწყვეტილება გარედან მე არ ვიცი.

მე, უბრალოდ, არ მჯერა, საბოლოო ჯამში, რომ ან სააკაშვილი ან ივანიშვილი 100%-ით ჩაეხსნებიან ქართულ პოლიტიკას, ეს უბრალოდ ილუზიაა. შეიძლება ივანიშვილი აღარ იყოს ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული აქტიური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ივანიშვილის ნებისმიერი გატოკება ამ ქვეყანაში რა მიმართულებით რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ნებისმიერ შემთხვევაში, ის პოლიტიკაში ჩარევაა, თუნდაც მის მიერ განხორციელებული საქველმოქმედო ღონისძიებაც უკვე პოლიტიკაა ამ ქვეყანაში და ის ამას ვერ გაექცევა, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, რომ წასულია პოლიტიკიდან. ისევე, როგორც სააკაშვილი ამ ქვეყნის მოქალაქეც აღარ არის, მაგრამ მისი ნებისმიერი განცხადება უკრაინული რომელიმე არხისთვის მიცემულიც კი, სადაც საქართველოზე რაღაც გაკვრით იქნება ნათქვამი, უკვე ჩარევაა ქართულ პოლიტიკაში. პოლიტიკოსობა და პოლიტიკაში ჩართვა მხოლოდ ის ხომ არ არის, რომ ფრონტის წინა ხაზზე იყო მაინც და მაინც და საარჩევნო სიის გამსვლელ ნაწილში იყო – ყველაფერი პოლიტიკაა. რაც არ უნდა უნდოდეს ნებისმიერ სხვა პოლიტკკოსს ამ ქვეყანაში, ჩემი ჩათვლით, და ფიქრობდეს, რომ ასე იქნება სწორი თუ ისე იქნება სწორი, საბოლოო ჯამში, ის ამ ადამიანებისა და იმ პოლიტიკური ძალეიბის გადასაწყვეტია.

ჩემი აზრით პრობლემა არის ის, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანი დაკვეთა არის ბელადის ტიპის პოლიტიკოსებზე, პიროვნებებს უჭერენ მხარს და არა პოლიტიკურ პროგრამებსა და პოლიტიკურ ხედვებს და ამის შედეგი არის ის, რომ ივანიშვილსაც და სააკაშვილსაც ჰყავს რეგულარული ამომრჩეველი, რომელსაც ისინი არ კარგავენ არასდროს. პოლარიზაციის ჩახსნისთვის, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ სხვა ახალი პოლიტიკური ძალები გაძლიერდნენ, მათ შორის, „გირჩი“ მგონია, რომ არის ერთ-ერთი ასეთი ძალა,“- განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

TOP ბიძინა ივანიშვილი ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილი 2021-01-14
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბიძინა ივანიშვილი ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იაგო ხვიჩია: ოპოზიციასთან ასეთი წინადადება გვაქვს …

შემდეგი სტატია

ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი: ნინო ანანიაშვილმა სხვა რამე დაასახელა მოტივაციად, რატომ მოდიოდა ჩვენთან …

მსგავსი სტატიები

ირაკლი კოვზანაძე: ევროპული გამოცდილება პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობების შესახებ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ირაკლი კოვზანაძე: ევროპული გამოცდილება პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობების შესახებ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

16 აპრ 2018
ლელო“ იქნება პარტია, გამაერთიანებელი ძალა იმისათვის, რომ საქართველოს სრული ცვლილება მოხდეს უკეთესობისკენ

ლელო“ იქნება პარტია, გამაერთიანებელი ძალა იმისათვის, რომ საქართველოს სრული ცვლილება მოხდეს უკეთესობისკენ

ირაკლი შალიკაშვილი 18 ოქტ 2019
ევროპული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს ისტორიაზე გაკეთებულ განცხადებაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

ევროპული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს ისტორიაზე გაკეთებულ განცხადებაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

ირაკლი შალიკაშვილი 10 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

    ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

  • ჯენიფერ ლოპესი  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

    ჯენიფერ ლოპესი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

  • ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

    ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge