“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის პარტია “მოქალაქეები” ამ პარლამენტში შესასვლელად “არ ემეტება”, მაგრამ მისი თქმით, ელისაშვილის ამდენ საუბარს, ჯობია, რომ იგი პარლამენტში შევიდეს.
“არ მემეტება ნამდვილად, არც ალეკო ელისაშვილის პარტია პარლამენტში შესასვლელად, არც თვითონ და არც ლევან იოსელიანი, მაგრამ თუ შესვლა უნდა, ამდენ საუბარს ჯობია, შევიდეს. სინამდვილეში, იქ შესვლა, ორი-სამი ადამიანით, ვერ შეცვლის იმ აღქმას, რაც მოხდა 31 ოქტომბერს”, — განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარტია მოქალაქეებსა და გირჩს შორის ცალკე კონსულტაცია გაიმართა. ორი ოპოზიციური ძალა, რომელსაც მანდატების გაუქმებაზე ჯერ პარლამენტისთვის არ მიუმართავს. როგორც ალეკო ელისაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, იგი მზადაა კონსულტაცია გამართოს ყველა იმ ოპოზიციურ პარტიასთან, ვისაც “გამბედაობა” ეყოფა, რომ “თამამი” გადაწყვეტილება მიიღოს.
კომენტარები