NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»თენგიზ ცერცვაძე: …აი ეს არის გზა, რომ კოვიდინფექციის გავრცელების მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ

თენგიზ ცერცვაძე: …აი ეს არის გზა, რომ კოვიდინფექციის გავრცელების მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ

13 იან 2021 ჯანმრთელობა 148 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და კონტროლი მის შესრულებაზე – აი ეს არის გზა, რომ კოვიდინფექციის გავრცელების მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

როგორც ცერცვაძემ განმარტა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ როცა თებერვლიდან შეზღუდვები მოიხსნება, ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას რაც შეიძლება დაბალი საწყისი რაოდენობა ჰქონდეს და “მატება იყოს ცოტადან და არა ბევრიდან“.

მესამე ტალღის თავიდან აცილების მიზნით, ცერცვაძის რეკომენდაციაა, რომ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გამკაცრდეს რეგულაციებზე კონტროლი, რაც მისივე შეფასებით, დღეის მდგომარეობით საკმარისად მკაცრი არ არის.

“აშშ-სა და ევროპაში არის ვარაუდი, რომ თებერვლიდან მესამე ტალღა დაიწყება. ჩვენ გვინდა თებერვლამდე მეორე ტალღა მინიმუმამდე დავიყვანოთ. სტაბილიზაცია უკვე მოხერხდა. იყო 4-5 ათასი შემთხვევა და ახლა არის ათასიდან 2 ათასამდე შემთხვევა. საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით არის რბილი ლოქდაუნი. საქართველოში კერძო მანქანებით ქუჩები გადავსებულია, რასაც იქ ვერ ნახავთ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, მთელს ევროპასა და ამერიკაში მესამე ტალღაზე საუბრობენ, რადგან ყოველ დღე ახალი შემთხვევათა რეკორდი მყარდება.

“განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აშშ-სა და ინგლისშია. იქ რაოდენობა კატასტროფულად იზრდება და ისეთი ლოქდაუნებია, რომ ჩვენ არც დაგვესიზმრება. ინგლისში ადამიანების საბუთის გარეშე ბინიდან გასვლის უფლება არა აქვთ. რომ ამბობთ, ჩვენთან სასწრაფო და კლინიკაში ადგილი არ იყოო, აშშ-სა და ინგლისში სასწრაფოები კილომეტრიან რიგებში დგანან და ავადმყოფებს რვა-რვა საათი სასწრაფოებში გატარება უწევთ, რადგან კლინიკაში ვერ ათავსებენ. აშშ-ში განკარგულება გასცეს, რომ ჟანგბადი მხოლოდ იმას მისცენ, ვისაც 90-ზე ნაკლები აქვს, მაშინ როცა ჩვენ 93-ზე ნაკლებზე ვაძლევთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

TOP თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსი 2021-01-13
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ქართული ოცნების“ შიგნით გახარიასა და კალაძის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებები დაიწყება, დაჭამენ ერთმანეთს

შემდეგი სტატია

იაგო კაჭკაჭიშვილი: ივანიშვილს უნდა, გემი სადებატო, კოჭლი, ძლივს მოპოვებული, მაგრამ მაინც გამარჯვებული კაპიტნის რანგში დატოვოს

მსგავსი სტატიები

“სამყარო მთელს იმედებს მხოლოდ ერთ მეთოდზე ვერ დაამყარებს და ჩვენს განკარგულებაში არსებული ბევრ სხვა ინსტრუმენტს ვერ უგულებელყოფს”

“სამყარო მთელს იმედებს მხოლოდ ერთ მეთოდზე ვერ დაამყარებს და ჩვენს განკარგულებაში არსებული ბევრ სხვა ინსტრუმენტს ვერ უგულებელყოფს”

ნინო ჩხეიძე 13 ნოე 2020
საქართველოში კორონავირუსის 4 321  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 4 321 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ნინო ჩხეიძე 06 დეკ 2020
გამყრელიძე: თუ ჩვენ ამ ერთ კვირაში არ გავილაღებთ, იანვრის ბოლოს 1 000-ს ჩამოვცილდებით

გამყრელიძე: თუ ჩვენ ამ ერთ კვირაში არ გავილაღებთ, იანვრის ბოლოს 1 000-ს ჩამოვცილდებით

ნინო ჩხეიძე 27 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

    ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

  • ჯენიფერ ლოპესი  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

    ჯენიფერ ლოპესი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

  • ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

    ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge