NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»ყველაფერი, რაც ივანიშვილმა გააკეთა, გამოიყენა პოლიტიკური აქტიურობისთვის, ამიტომ მე არ მჯერა მისი ქველმოქმედების

ყველაფერი, რაც ივანიშვილმა გააკეთა, გამოიყენა პოლიტიკური აქტიურობისთვის, ამიტომ მე არ მჯერა მისი ქველმოქმედების

12 იან 2021 სამართალი 188 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყველაფერი, რაც ივანიშვილმა გააკეთა, მან გამოიყენა თავისი პოლიტიკური აქტიურობისთვის, ამიტომ მე არც ახლა არ მჯერა მისი ქველმოქმედების, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ქონების ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადაეცეს, ამ ქონების დაცვას ჰგავს, რომ პოლიტიკური კრიზისების პერიოდში რაიმე არ დაემუქროს.

„იყო დრო, როცა ძალიან ვაფასებდი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, ნამდვილად მეგონა, რომ ის რასაც აკეთებდა, საქართველოსთვის აკეთებდა უანგაროდ და გულწრფელად, მაგრამ შემდეგ, როდესაც ღრმად ჩავიხედე მის მიერ განხორციელებულ ქველმოქმედებაში ძალიან ნათლად დავინახე ის, რომ ეს იყო აბსოლუტურად მიზანმიმართული პოლიტიკური აქტივობისთვის მოსამზადებელი აქტი და ეს არ იყო რეალური ქველმოქმედება. მე ძალიან მიკვირდა, როდესაც მესმოდა მისი ქველმოქმედების შესახებ თავის დროზე და ვკითხულობდი რატომ არავინ ეუბნება ბიძინა ივანიშვილს, რომ მაგალითად, შეისყიდოს ქართველი მოსახლეობისთვის სახლები იგივე წალკის რაიონში, სადაც მუდმივად პრობლემები ჰქონდათ მიგრანტებს, შეისყიდოს სხვა რეგიონებში, მაგრამ ეს არ ხორციელდებოდა. ქველმოქმედება ძირითადად იმისათვის ხორციელდებოდა, რომ ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილს შემდეგ მისი პოლიტიკური აქტიურობისთვის მხარი დაეჭირა და რეალურად ასეც მოხდა. ყველაფერი რაც ივანიშვილმა გააკეთა მან გამოიყენა თავისი პოლიტიკური აქტიურობისთვის, ამიტომ მე არც ახლა არ მჯერა მისი ქველმოქმედების, მითუმეტეს, როდესაც გაკეთდა ეკონომისტების მხრიდან საკმაოდ საინტერესო შეფასებები. ეს უფრო ჰგავს ერთის მხრივ ქონების დაცვას, რომ პოლიტიკური კრიზისების პერიოდში რაიმე არ დაემუქროს მის ქონებას და მეორეს მხრივ, გარკვეულწილად იმ ქონების თავიდან აცილებას, რომელთაც შეიძლება გადასახადები დაეკისროს და ამჯერად მომგებიანი არ არის, ამიტომ მე არ მჯერა მისი ქველმოქმედების”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ბალანსზე ჯამში 26 ობიექტი გადააფორმა, 2 ობიექტი კი გადაფორმების პროცესშია.

კომენტარები

2021-01-12
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ქართულ ოცნებაში” განვითარებული მოვლენები იქნება მთავარი ტესტი, მართლა წავიდა თუ არა ივანიშვილი

შემდეგი სტატია

საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი

მსგავსი სტატიები

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება თავად ბრალდებული

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება თავად ბრალდებული

ნინო ჩხეიძე 08 აპრ 2021
შსს-მ „ლეო გრანდის“ ხანძრის საქმეზე 2 პირი დააკავა

შსს-მ „ლეო გრანდის“ ხანძრის საქმეზე 2 პირი დააკავა

სოსო ელისაშვილი 23 მარ 2018

შსს-მ მცხეთაში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

07 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ირაკლი ჟვანია: ნამოხვანი არის ამ მთავრობის დიაგნოზი, რომელიც ეუბნება ხალხს …

    ირაკლი ჟვანია: ნამოხვანი არის ამ მთავრობის დიაგნოზი, რომელიც ეუბნება ხალხს …

  • Artarea ED – ანა კორძაია-სამადაშვილი – ქალაქები

    Artarea ED – ანა კორძაია-სამადაშვილი – ქალაქები

  • GUCCI და BALENCIAGA კოლაბორაციისთვის ემზადებიან

    GUCCI და BALENCIAGA კოლაბორაციისთვის ემზადებიან

  • მარიამ წიკლაური: თქვენ აჯობებთ ამ მიწა-წყლის ადგილის დედებს? თქვენ აჯობებთ აი, ამ ქალების დედაკაცობას?

    მარიამ წიკლაური: თქვენ აჯობებთ ამ მიწა-წყლის ადგილის დედებს? თქვენ აჯობებთ აი, ამ ქალების დედაკაცობას?

  • იაგო ხვიჩია იმედოვნებს, რომ “გირჩის” 7 მოთხოვნიდან გარკვეულ ნაწილზე მმართველი გუნდისგან თანხმობას მიიღებენ

    იაგო ხვიჩია იმედოვნებს, რომ “გირჩის” 7 მოთხოვნიდან გარკვეულ ნაწილზე მმართველი გუნდისგან თანხმობას მიიღებენ

  • ლილი ფოფხაძე – თეთრი აივანი

    ლილი ფოფხაძე – თეთრი აივანი

  • რატომ მოითხოვა ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა

    რატომ მოითხოვა ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა

  • ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები 34 პირს გამოუვლინდა, 7 უფრო მძიმე იყო

    ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები 34 პირს გამოუვლინდა, 7 უფრო მძიმე იყო

  • მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე

    მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე

  • უკრაინასთან დაკავშირებით კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ – საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

    უკრაინასთან დაკავშირებით კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ – საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge