NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ქართულ ოცნებაში” განვითარებული მოვლენები იქნება მთავარი ტესტი, მართლა წავიდა თუ არა ივანიშვილი

“ქართულ ოცნებაში” განვითარებული მოვლენები იქნება მთავარი ტესტი, მართლა წავიდა თუ არა ივანიშვილი

12 იან 2021 პოლიტიკა 129 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე თინა ხიდაშელის თქმით, პირველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, რეალურად, ვერ მოახერხა წასვლა, რადგან მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვერ შეძლო შესაფერისი ლიდერი ყოფილიყო.

ამიტომაც, ხიდაშელის განცხადებით, ივანიშვილი იძულებული გახდა, პოლიტიკაში დაბრუნებულიყო.

ხიდაშელის შეფასებით, ივანიშვილის შეცდომა 2013 წელს დატოვებული ლიდერი იყო.

“მე ვფიქრობ და ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ეს წასვლა არაფრით იქნება განსხვავებული პირველი წასვლისგან. ორივე შემთხვევაში, ჩვენ სახეზე გვქონდა ერთი და იმავე მოვლენა, როდესაც ბატონი ივანიშვილი სინამდვილეში გულრწფელად ცდილობდა პოლიტიკური სცენიდან გასვლას, პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორებას, მაგრამ პირველ შემთხვევაში მან ეს ვერ მოახერხა და სამწუხაროდ მგონია, რომ ამჯერად, განსხვავებით პირველი შემთხვევისგან ის ამას აღარ მოახერხებს.

თუ ჩვენ კითხვას ვსვამთ, რატომ ვერ წავიდა მაშინ, როდესაც მართლა უნდოდა წასვლა, ამის მიზეზი იყო ის პრემიერი, რომელიც დატოვა, რომელმაც ვერც იპრემიერა და ვერც ილიდერა. ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც კი იყო ირაკლი ღარიბაშვილის ამარა არ დაეტოვებინა ქვეყანა. ეს იყო 2013 წელს მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვერ წავიდა ის პოლიტიკიდან. რაც შეხება კვირიკაშვილს, უკვე ეს პროცესი მიმდინარე იყო, იქ არაფერი ახალი და განსაკუთრებული აღარ მომხდარა, მას, უბრალოდ მოუწია შემდეგ დაბრუნება, იმიტომ რომ იმდენად იყო მასზე ყველაფერი ჩამოკიდებული და იმდენად ახდენდა ის საკუთარი გუნდის ლიდერების დისკრედიტაციას, ვისაც რეალური ლიდერობის პოტენციალი ჰქონდა და კვირიკაშვილი არ იყო ერთადერთი, სამწუხაროდ, რომ  ის იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო სრულიად დემორალიზებულ და შიდა კონფლიქტებითსთვის განწირული “ქართული ოცნების” გადასარჩენად. ეს იყო მისი მთავარი შეცდომა – მემკვიდრე, რომელიც დატოვა, რომელმაც ვერც იპრემიერა და ვერც ილიდერა,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა “დღის კურიერში” სტუმრობისას.

გარდა ამისა, გადაცემაში სტუმრობისას ხიდაშელი აცხადებს, რომ ივანიშვილის გარეშე ირაკლი კობახიძეს არ აქვს რესურსი გუნდს ლიდერობა გაუწიოს და სწორედ, მისი დაწინაურება იქნება ტესტი იმისა, ნამდვილად წავიდა თუ არა ივანიშვილი პოლიტიკიდან.

“ჩემთვის მთავარი ტესტი იცით რა იქნება, ივანიშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან, თავისი პარტიიდან, გადაწყვეტილების მიღების სისტემიდან თუ არა, მთავარი ნიშნული და მაჩვენებელი იქნება მოვლენები, რომელიც თავად “ქართულ ოცნებაში” განვითარდება, ალიდერებენ თუ არა კობახიძეს, ეს არის მთავარი გამოწვევა, იმიტომ რომ ივანიშვილის გარეშე ეს არის გამორიცხული. არ აქვს არავითარი რესურსი კობახიძეს, რომ იყოს მაგალითად, კახა კალაძის ლიდერი, ან თუნდაც გიორგი გახარიას ლიდერი, მაგრამ ივანიშვილთან ერთად, მას შეუძლია იყოს ამ პარტიის ლიდერი. წინ ადგილობრივი არჩევნებია და ამიტომ ვახსენე კალაძე სწორედ, როგორ განვითარდება მოვლენები ადგილობრივი არჩევნების წინ, ჩვენ ყველანი ამის მიხედვით შევძლებთ ვიყოთ სრულიად დარწმუნებული იმაში, წავიდა ივანიშვილი, თუ სინამდვილეში საჯარო სივრციდან გავიდა, ბოლო ნაგლეჯიც კი, პასუხისმგებლობის, რომელიც მას ჰქონდა, მოიხსნა და ამას ემსახურებოდა ეს წერილი, თუ სინამდვილეში წავიდა და კერძო ცხოვრებით დაკავდა,” – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

2021-01-12
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოპოზიციის გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველო მძევლად აიყვანოს და უნდა, რასაც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში იტყვიან, ის აღსრულდეს

შემდეგი სტატია

ყველაფერი, რაც ივანიშვილმა გააკეთა, გამოიყენა პოლიტიკური აქტიურობისთვის, ამიტომ მე არ მჯერა მისი ქველმოქმედების

მსგავსი სტატიები

მღვდელმთავრებს კარგად ესმით, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალიის მხარდაჭერის გამო – რუსეთის ეკლესიის მუქარა

01 თებ 2019
„სტრასბურგის სასამართლოს არ უმსჯელია და ვერც იმსჯელებდა მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხზე“

„სტრასბურგის სასამართლოს არ უმსჯელია და ვერც იმსჯელებდა მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხზე“

28 ნოე 2017

პრეზიდენტმა მთავრობისთვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა

14 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

    ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

  • ჯენიფერ ლოპესი  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

    ჯენიფერ ლოპესი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

  • ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

    ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge