NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»უკიდურესი უპასუხისმგებლობა და სისუსტეა, როდესაც გარბიხარ მაშინ, როცა პასუხისმგებლობა შენზე და შენს მიერ მოყვანილ ადამიანებზეა

უკიდურესი უპასუხისმგებლობა და სისუსტეა, როდესაც გარბიხარ მაშინ, როცა პასუხისმგებლობა შენზე და შენს მიერ მოყვანილ ადამიანებზეა

11 იან 2021 პოლიტიკა 82 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება უკიდურესი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინებაა.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ივანიშვილმა უღალატა და ზურგი აქცია იმ ადამიანებს, ვინც ხმა მისცა.

თუმცა, გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო საჭირო ხდება.

„ჩემთვის ეს ხარის წელიწადის დროს პირველი ბრიფინგია და ბიძინა ივანიშვილზე საუბარი მომიწია. სიმართლე გითხრათ, ზოდიაქოებში ჩაკარგულივით არის. სინამდვილეში, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე ვირთხის წელიწადს გამოუტანა წირვა – ბიძინა ივანიშვილს. მან იჭირვეულა და ახლა უკვე ხარის წელიწადს გადაწყვიტა წასვლა, როგორც ხარმა, მაგრამ არსი არ შეცვლილა- ის დამარცხდა არჩევნებზე, როგორც ვირთხა და შემდეგ ძალაუფლება მიისაკუთრა. ამიტომ, დღევანდელი წერილი არსებითად არაფერს ცვლის. მე შორს ვარ იმ კონსპირაციისგან, რომ დავიწყო ახლა, ბიძინა ივანიშვილი თავს გვაჩვენებს, თუ მართლა მიდის. თავისთავად ცხადია, რომ სანამ მთავარი პროკურორი შოთაძე ან მურუსიძე მისაღებში იქნება სქელი საქაღალდეებით, ვინ დაიჭირონ და გამოუშვან ციხიდან, ძალაუფლება ისევ ივანიშვილის ხელში იქნება. ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება. ნურავითარ ილუზიას ნუ შევიქმნით. ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინება. უპასუხისმგებლობაა, როდესაც მილიარდერი ქვეყანას 8 წელიწადი მართავ და შენი მმართველობის შემდეგ, გასამმაგებული ვალი რჩება ქვეყანას, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს გადასახდელად. უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როდესაც შენი მმართველობის დროს პრაქტიკულად 2,5-ჯერ განიცადა დევალვაცია ეროვნულმა ვალუტამ, რამაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გააღარიბა და უბედურ დღეში ჩააგდო, უკიდურესი უპასუხისმგებლობა და სისუსტეა, როდესაც გარბიხარ მაშინ, როდესაც ქვეყანაში პანდემიაა და როდესაც პასუხისმგებლობა შენზე და შენს მიერ მოყვანილ ადამიანებზეა. უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინებაა, როდესაც ქვეყანას კრიმინალი ძიძგნის. საერთოდ რა წესი დამკვიდრდა ამ ქვეყანაში ვერ გავიგე, „ფეისბუქ“ პოსტებით გაქცევა და გაპარვა, პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანა. მინდა ვუთხრა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს, მეგობრებო, ჩვენ ძალიან ბევრ რამეში ვერ ვთანხმდებით, განსხვავებული პოზიცია გვაქვს, მაგრამ ერთი რამ უდავოა, თქვენ, ვინც 31 ოქტომბერს 41 ნომერი შემოხაზეთ, 41 არ შემოგიხაზავთ, კობახიძის, ელისო ბოლქვაძის ან „ქართული ოცნების“ ახალი თუ ძველის სახის გამო, თქვენ 41 შემოხაზეთ ბიძინა ივანიშვილის გამო. შესაბამისად, ამ ერთპარტიულ პარლამენტს ისედაც ლეგიტამაციის პრობლემები აქვს და თუნდაც მოჩვენებითი ან რეალური თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ივანიშვილის ლეგიტიმაციის პრობლემა 10-ჯერ და 100-ჯერ კიდევ უფრო მწვავედ დგება. შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო მეტად ახლოს ვართ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან. ვინც, ივანიშვილს მიეცით ხმა, მან გიღალატათ, ზურგი გაქციათ, დაგტოვათ პანდემიის წინაშე და ამ ხროვის წინაშე, რომელსაც არასდროს არაფერი გაუკეთებია. 8 წელიწადშიც ვერაფერი ისწავლა. ივანიშვილმა გაგწირათ და მოგატყუათ, დატოვა ერთპარტიული პარლამენტი“, – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის.

კომენტარები

2021-01-11
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ივანიშვილი გადადის ნაჩვევ კულუარულ მართვაზე – ნამდვილი წასვლა ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ მოხდება, ახლა მორიგი „ტრიუკი” გაითამაშა

შემდეგი სტატია

ჩვენ ჰუმანური და დაბალანსებული, კრიმინალთან შეუპოვარი ბრძოლა ვაწარმოეთ

მსგავსი სტატიები

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, პასუხისმგებლობა რჩება – ვისი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ჩატაევი საქართველოდან გაუშვეს“

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, პასუხისმგებლობა რჩება – ვისი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ჩატაევი საქართველოდან გაუშვეს“

26 დეკ 2017
„კალაძე ბიუჯეტის ხარჯზე გაფრინდა მილანში და „ნანეტი“ შეიჭრა“

„კალაძე ბიუჯეტის ხარჯზე გაფრინდა მილანში და „ნანეტი“ შეიჭრა“

სოსო ელისაშვილი 27 მარ 2018

უგულავა: „ასოების დატოლება“ ის წინაღობაა რომელიც წინ გახედვის საშუალებას არ გვაძლევს

30 იან 2018

უახლესი ამბები

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

  • ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

    ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

    ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

  • საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge