პარლამენტი მიმდინარე კვირას ამნისტიის კანონპროექტს დაამტკიცებს. შესაძლოა, კენჭისყრა დღესაც გაიმართოს. მანამდე, პროექტი საბოლოო შესწორებებისთვის იურიდიულ კომიტეტზე გავა. ციხეს დატოვებს 1 500 ადამიანი, გაფართოვდა იმ მუხლების ჩამონათვალი, რაც პირველ ვარიანტში იყო. ახლა ეს მუხლები 70-ზე მეტია. ამნისტიის პროექტს დაემატა ეკონომიკური და ნარკოდანაშაულის ზოგიერთი კატეგორია.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ ამ კუთხით ჰუმანური, დაბალანსებული და კრიმინალთან შეუპოვარი ბრძოლა აწარმოა.
“ჩვენ თავის დროზე გადავხედეთ სანქციებს და არ არის ისეთი უზარმაზარი სანქციები, როდესაც შეკრება ხდებოდა მთელი სასჯელების. ჩვენ გადავხედეთ პოლიტიკას, როდესაც დაზარალებულის უფრო მეტი და აქტიური ჩართულობა უზრუნველვყავით სისხლის სამართლის პროცესში. მივიღეთ 2015 წელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და პრიორიტეტი ჩვენთვის გახდა ბავშვი, არასრულწლოვანი და სწორედ დაბალი სანქციებით დავიწყეთ ჩვენ სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჰუმანური და დაბალანსებული, ამასთანავე კრიმინალთან შეუპოვარი ბრძოლა ვაწარმოეთ,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა,.
კომენტარები