“პარტია რა შუაშია-ო; ახლა მეტყვიან ენმ-ის მომხრეები; არაფერში, ბატონებო, არც შუაშია, არც თავში, არც ბოლოში და სახსენებელიც არაა, თითქოს.
უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ბ-ნი ვაშაძე ამ პარტიიდან იყო პრეზიდენტობის კანდიდატი… და იყო შანსი, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო.
და რას იზამდა მისი მეუღლე ამ შემთხვევაში? just პირველი ლედი იქნებოდა-ო, არ მითხრათ. აქტიური მოქალაქეა, საუკეთესო ბალერინა…
არც იმას ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში გარისკავდა და გადაწყვეტდა ნოვოსიბირსკის დასში მუშაობას; ცხადია, არც არავინ შესთავაზებდა და რომც შეეთავაზებინათ, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის მეუღლისათვის მთლად მტრის ზურგში მუშაობა დასაცინი ქმედება კი არ იქნებოდა, არამედ, მისი და პრეზიდენტის “დასაბულინგებელი”.
ჰო, ამასობაში, გამახსენდა ბ-ნი ვაშაძის წერილი რუსეთის კულტურის მინისტრ ავდეევისათვის… თან როდის? 2008 წლის ნოემბერში.
“ერისიონი” 2009 წლის მარტში იტანციმანცებს თქვენთან-ო, წერდა კულტურის მინისტრი კოლეგას.
“გერმანიასთანაც გვ-ქონდა ომიო, – ეს თქვა ანანიაშვილმა 3 დღის წინ.
გვ!!! ქონდაო! გვ!
ჰოდა, ზემოთქმული არ ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილისკენ ვარ! ცხადია, არა!
მაგრამ, იმას კი ნიშნავს, რომ სოვიეტიკუსობა არ იკურნება არც თბილისში, არც ნოვოსიბირსკში და არც პარიზებში, ლონდონებში და ნიუ იორკებში.
ჰო, არც საუკეთესო ცეკვით იკურნება და არც “საუკეთესო მინისტრობით” “პრავდება”,”- წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, მედიაექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი.
კომენტარები