NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 88 მილიონს გადააჭარბა – ქვეყნები მასობრივი იმუნიზაციის მოლოდინში არიან

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 88 მილიონს გადააჭარბა – ქვეყნები მასობრივი იმუნიზაციის მოლოდინში არიან

08 იან 2021 საინტერესო 94 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კოვიდ 19-ის პრევენციისთვის მასშტაბური იმუნიზაციის კამპანია დაწყებულია. ვაქცინის 17 მილიონი დოზა მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ უკვე მიიღო. ამერიკულმა გამოცემა Bloomberg- მა ვაქცინაციის მსოფლიო რუკა შექმნა და ის ქვეყნები, სადაც იმუნიზაცია აქტიურად მიმდინარეობს, გრაფიკულად აღბეჭდა.

გავლენიანი გამოცემის ინფორმაციით, 16 მილიონს აღწევს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც “ბიოტექისა” და “ფაიზერის“, “ასტრაზენეკას“, “სინოვაკის” ან რუსული წარმოების “სპუტნიკ 5″-ის ვაქცინა გაიკეთეს. ბლუმბერგის მონაცემებით, ირკვევა, რომ ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით ისრაელში, შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს.

“ფაიზერის” და “ბიოტექის” ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალი, ე.წ. ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ ეფექტურია. კვლევა ტექსასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის მეცნიერებმა ჩაატარეს.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, ქვეყნებისთვის ჯერ კიდევ მილიარდობით დოზაა გადასანაწილებელი.

მასშტაბური იმუნიზაციის ფონზე, კორონავირუსი ახალ ძალებს იკრებს. ინფექციის პრევენციისთვის ზომებს ამკაცრებს ავსტრალიაც. სიდიდით მესამე ქალაქ ბრიზბენში 3 დღიანი ლოკდაუნი გამოცხადდა. მოსახლეობას საცხოვრებელი სახლის დატოვება მხოლოდ გადაუდებელი საქმის შემთხვევაში შეეძლება. ლოკდაუნის მიუხედავად, ქალაქში ღია რჩება აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები. ავსტრალიაში ჩასვლის მსურველებისთვის კორონავირუსის უარყოფითი ტესტის პასუხის ქონა სავალდებულოა, ანალოგიური მოთხოვნა აქვს ბრიტანეთსაც.

შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება დააანონსა ესპანეთმა. იკეტება საზღვრები და სკოლებში ონლაინსწავლების რეჟიმს ახანგრძლივებენ.

მკაცრი საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა უკრაინაში. დღეიდან ქვეყანაში დაიხურა რესტორნები, კაფეები, ბარები, მაღაზიები, სპორტდარბაზები, აუზები, კინოთეატრები, თეატრები და სასწავლო დაწესებულებები.

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 88 მილიონს გადააჭარბა. ქვეყნები მასობრივი იმუნიზაციის მოლოდინში არიან.

კომენტარები

TOP 2021-01-08
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვიმედოვნებ, კარგად დაფიქრდება „ქართული ოცნება“, მიხვდებიან, რომ 4 ადამიანის პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს ოპოზიციის შესვლას და სწორი წინადადებით მოვლენ მეხუთე რაუნდზე

შემდეგი სტატია

დონალდ ტრამპი: ყველას, ვინც მეკითხებოდა – არ წავალ ინაუგურაციაზე 20 იანვარს

მსგავსი სტატიები

Essay Writer Fundamentals

26 ივნ 2020
სააღდგომო ლიტურგიის შესახებ დაწვრილებით ხვალ ვიტყვით, თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ მსახურება ჩატარდება

სააღდგომო ლიტურგიის შესახებ დაწვრილებით ხვალ ვიტყვით, თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ მსახურება ჩატარდება

ირაკლი შალიკაშვილი 14 აპრ 2020

How Is Nursing Theories Associated to Middle Variety Nursing Theory?

08 აპრ 2020

უახლესი ამბები

  • მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

    მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

  • საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

    საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

  • კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

    კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

  • ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

    ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

  • გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

    გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

  • “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება”

    “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება”

  • სერგო ჩიხლაძე – განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა – კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?!

    სერგო ჩიხლაძე – განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა – კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?!

  • დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

    დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

  • გელა ჩარკვიანი: ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს

    გელა ჩარკვიანი: ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge