NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“ადამიანები, რომლებმაც ბოლო ათი თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება, ვათენებთ და ვაღამებთ პაციენტის საწოლთან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ და სიცოცხლე გადავარჩინოთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ”

“ადამიანები, რომლებმაც ბოლო ათი თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება, ვათენებთ და ვაღამებთ პაციენტის საწოლთან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ და სიცოცხლე გადავარჩინოთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ”

08 იან 2021 საზოგადოება 130 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ადამიანები, რომლებმაც ბოლო ათი თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება, ვათენებთ და ვაღამებთ პაციენტის საწოლთან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ და სიცოცხლე გადავარჩინოთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას კრიტიკასთან დაკავშირებით, რომ პანდემიის მართვის პროცესში გადაწვეტილებების მიღება დაგვიანებით ხდება.

როგორც რატიანი აცხადებს, საქართველო სხვა ქვეყნებს არ ჩამორჩება და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა ინფიცირებულთა ლეტალობის შემთხვევები ნაკლები ყოფილიყო.

„ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ ლეტალობის ნაკლები შემთხვევა გვქონოდა. არავის პოლიტიკური შეხედულება არ მაინტერესებს. ეს ჩემი ქვეყანაა, რომელიც სულით და გულით მიყვარს. არავისზე ნაკლები არ გაუკეთებია ჩვენს სახელმწიფოს, ექიმებთან ერთად, რომ ლეტალობის რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევა გვქონოდა. ვერ დავეთანხმები ვერავის იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა ვიღაცას ჩამორჩებოდა. პირიქით ჩვენმა სახელმწიფომ, ყველამ ერთად, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის გაგვეწია იმაზე მეტი სერვისი, რისი საშუალება და შესაძლებლობაც გვქონდა. ექიმებმა თავი გაწირეს ამასთან დაკავშირებით.

ყველას ჩემი პატივისცემა, მაგრამ ადამიანები, რომლებმაც ბოლო ათი თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება და ვათენებთ და ვაღამებთ პაციენტის საწოლთან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ და სიცოცხლე გადავარჩინოთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ. მე პირადად ამ პრეტენზიას ვერ მივიღებ იმიტომ, რომ ჩემი პირადი ცხოვრება არ გამაჩნია. არავის არ უნდოდა პანდემიაში ცხოვრება. ვერც მე და ვერც ვერავის წარმოგვედგინა.

ბუმბერაზი ქვეყნები, როგორებიცაა იტალია, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ. სადაც სამედიცინო დაფინანსება იმაზე, მეტი აქვთ, ვიდრე სჭირდებოდათ, ჩვენ კი მწირი ბიუჯეტი გვაქვს, მაგრამ შედეგები, მგონი, ერთნაირი დავდეთ, ვერ გეტყვით ვის ხარჯზე იყო, მაგრამ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალმა – დაწყებული სანიტრიდან დამთავრებული კლინიკის ხელმძღვანელებამდე, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რაც შეიძლება ეფექტურად გვემუშავა და ამისთვის ერთმანეთს გვერდში ვედექით. ჩვენ არც დღე ვიცით, არც ღამე. მარტივია ლაპარაკი, როდესაც საქმეში არ ხარ ჩართული. ექიმი მაშინ ხარ, როდესაც გამოცდილება და პრაქტიკა გაქვს. მიკვირს კიდეც ადამიანების, როდესაც საუბრობენ ახალ კორონავირუსზე, როდესაც კოვიდინფიცირებული პაციენტები არათუ ჰორიზონტალურად არ უნახავთ, არამედ ვერტიკალურადაც არ გაუსინჯავთ. ვფიქრობ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, სახელმწიფოსთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ლეტალური შემთხვევა გვქონოდა. ვისურვებდი, რომ ყველა გავერთიანებულიყავით.

ძალიან რთულია ებრძოლო მტერს, რომელიც არ იცი, რომელი ვექტორიდან შემოგიტევს. ადამიანებმა, განსაკუთრებით მედპერსონალმა, სიცოცხლე გაწირეს, რომ სხვისი სიცოცხლეები გადაერჩინა. არავინ დახვედრია მომზადებული, მათ შორის აშშ. იმიტომ, რომ უცნობი ბიოლოგიური ომია უცნობ გარემოში.

რაც გადაგვარჩენს – თანადგომაა. ძალიან არ მიყვარს, როდესაც ვიღაცას ვექიშპები იმიტომ, რომ ამ ქიშპში ორივე ვაგებთ. ჯობია, ერთმანეთის გვერდით დგომით მოვიგოთ ეს ომი“,- განაცხადა რატიანმა.

გარდა ამისა, როგორც ლევან რატიანი აღნიშნავს, კორონავირუსის გავრცელების მეორე ეტაპი სამედიცინო პერსონალისთვის უფრო მძიმეა, ვიდრე პირველი იყო.

„ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აირჩია მიდგომა, რასაც იზოლაცია ერქვა. ამ მიდგომამ გაამართლა, რადგან ინფექციის გავრცელები ჯაჭვის გაწყვეტა და ინფიცირების შემცირება მხოლოდ იზოლაციის პირობების შემთხვევაში მოხდება. ყველა ინფიცირებული იმ დროს კლინიკაში ხვდებოდა, რადგან ინფიცირებულები იყვნენ, მაგრამ მძიმე დაავადების კლინიკური სიმპტომატიკით არ იყვნენ გამოვლენილი. სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბრის თვეში კი ამის ფუფუნება არ გვქონდა. ჩემი კლინიკის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ისინი ხვდებოდნენ, ვისაც სტაციონარული მკურნალობა სჭირდებოდა.

მეორე ეტაპი მედპერსონალისთვის, რა თქმა უნდა, უფრო მძიმე იყო, ვიდრე პირველი ეტაპი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ და სახელმწიფომ ეს შეძლო – ამ ეტაპამდე თავი გავართვით და იმედია, მომავალშიც ასე გავართმევთ თავს და გადავრჩებით“,- განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

TOP კორონავირუსი ლევან რატიანი 2021-01-08
ნინო ჩხეიძე
Tags TOP კორონავირუსი ლევან რატიანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რევაზ შატაკიშვილი: ანანიაშვილი რომ ხარ – მოსიარულე ლეგენდა, რამ გაიძულა ნოვოსიბირსკში რომ გადაპრიჟოკდი??? რა დაგაკლო სამშობლომ????

შემდეგი სტატია

ვატო სურგულაძე: 1 200 ლარი კარგად ჟღერს, ოღონდ ესაა 6 თვის განმავლობაში. იცხოვრონ 200 ლარით

მსგავსი სტატიები

2018 წლის იანვრის ტურისტული მაჩვენებელი საქართველოში

2018 წლის იანვრის ტურისტული მაჩვენებელი საქართველოში

05 თებ 2018

13 ქალაქს ახალი სახანძრო მანქანები გადაეცა

სოსო ელისაშვილი 10 ოქტ 2018
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

15 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ჯენიფერ ლოპესი  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

    ჯენიფერ ლოპესი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

  • ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

    ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

    ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge