ქართველი პრიმა ბალერინას, ნინო ანანიაშვილის კარიერაში სიახლეა – 2021 წლიდან ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამ პოსტის პარალელურად ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.
ნინო ანანიაშვილი ერთხელ უკვე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, როდესაც 2016 წლის თებერვალში მან მოსკოვში, თავისი პედაგოგის, გამოჩენილი ბალერინა რაისა სტრუჩკოვას საღამოს ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.
გადაწყვეტილების მიზეზებსა და იმაზე, თუ რას გეგმავს ნინო ანანიაშვილი, როგორ შეხვდნენ სიახლეს მისი ოჯახისა და დასის წევრები და მოელის თუ არა კრიტიკას კარიერის რუსეთში გაგრძელების გამო, თავად ნინო ანანიაშვილი რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
ნინო ანანიაშვილი:
თავდაპირველად, რადიო თავისუფლების პლატფორმიდან, მინდა ყველას მივულოცო შობა და ახალი წლის დადგომა. მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს და სამძიმარი გამოვუცხადო ყველას, ვინც ამ წელს ახლობელი დაკარგა. და ვთქვა, რომ ხელოვნების წარმომადგენლებს წელს ძალიან, ძალიან გაუჭირდათ, მათ დასახმარებლად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ამ რთულ სიტუაციაში მათ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.
ვრცლად იხილეთ აქ
კომენტარები