NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიციიდან ვინმე მიხვდება, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაცმოძრაობის“ ბულინგს არ უნდა დაექვემდებაროს …

მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიციიდან ვინმე მიხვდება, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაცმოძრაობის“ ბულინგს არ უნდა დაექვემდებაროს …

04 იან 2021 პოლიტიკა 169 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ ოპოზიციიდან ვინმე მიხვდება, რომ ორი პარტიის – „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგს და დაგმულ სცენებს არ უნდა დაექვემდებაროს, საქართველოს პარლამენტში ყველა შევა.

„თუკი ვინმე რაციონალურად, სახელმწიფოებრივად იფიქრებს და არამხოლოდ კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, თუკი ვინმე მიხვდება, რომ ორი პარტიის – ე.წ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგს, ნარატივს, მესიჯბოქსს და დაგმულ სცენებს არ უნდა დაექვემდებაროს, ყველა შემოვა საქართველოს პარლამენტში.

ჩემი აზრით, საბოლოდ გაირღვევა ეს მოჯადოებული წრე და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ისინი საქართველოს პარლამენტში შემოვლენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ „პატრიოტთა ალიანსს“, რომლის სამი წევრი პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, თუმცა სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებაზე თანხმობა შესაძლოა მათმა ადგილმონაცვლეებმა თქვან, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ პარლამენტში ვინ შევა და ვინ არა, ამ მხრივ „პატრიოტთა ალიანსთან“ კონსულტაცია არ ჰქონიათ.

„ვიცით, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არის ერთადერთი პარტია, რომლის სიაც არ არის ჩახსნილი და სიის მომდევნო წევრები აცხადებენ მზადყოფნას შემოვიდნენ პარლამენტში.შესაბამისად, საგამონაკლისო ვერსია გამოდიოდა და ბუნებრივია, ტექნიკური თუ ფორმალური საშუალებებით უარს არ და ვერ ვეტყოდით მათ პარლამენტში შემოსვლაზე ანუ ეს არის პროცედურა, სადაც ვიღაცას ეხსნება უფლებამოსილება და აქედან გამომდინარე, ვიღაცას საშუალება ეძლევა პარლამენტში შემოვიდეს. ამ მარტივი პროცედურის გამო ჩვენ უფრო ადრე განვიხილეთ მათი საკითხი, ვიდრე სხვა დეპუტატების, რომლებთან დაკავშირებითაც ამავდროულად ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციაა, რომ ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება, უფლებამოსილება არ შევუწყვიტოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

ევროპული საქართველო მამუკა მდინარაძე ნაციონალური მოძრაობა 2021-01-04
ნინო ჩხეიძე
Tags ევროპული საქართველო მამუკა მდინარაძე ნაციონალური მოძრაობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია ვოლსკი: რუსეთი პროვოკაციულ და აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს

შემდეგი სტატია

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

მსგავსი სტატიები

“გირჩს” და “მოქალაქეებს” არ დაუწერიათ განცხადება პარლამენტის დატოვების თაობაზე

“გირჩს” და “მოქალაქეებს” არ დაუწერიათ განცხადება პარლამენტის დატოვების თაობაზე

ირაკლი შალიკაშვილი 26 იან 2021

„ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტის თანახმად, რეალურად არაფერს არ ვაკეთებთ“

სოსო ელისაშვილი 05 მარ 2018
დაგროვებითი პენსია – „ევროპული საქართველო“ საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ მოდელზე საუბრობს

დაგროვებითი პენსია – „ევროპული საქართველო“ საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ მოდელზე საუბრობს

28 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ოპოზიცია ამ წუთებში “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იკრიბება

    ოპოზიცია ამ წუთებში “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იკრიბება

  • დღევანდელმა ელიტამ აღიარა, რომ გახარია მართალი იყო, გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში

    დღევანდელმა ელიტამ აღიარა, რომ გახარია მართალი იყო, გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში

  • სამარცხვინოა, რომ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია – მადლობა ბატონ მიშელს, ბატონ ჰარცელს!

    სამარცხვინოა, რომ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია – მადლობა ბატონ მიშელს, ბატონ ჰარცელს!

  • სამწუხაროდ, შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები

    სამწუხაროდ, შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები

  • მე და ალეკო ელისაშვილმა ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შემოვედით, შევასრულეთ და შევასრულეთ ძალიან კარგად

    მე და ალეკო ელისაშვილმა ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შემოვედით, შევასრულეთ და შევასრულეთ ძალიან კარგად

  • ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, უბრალოდ კარგი იქნებოდა, ეს პარტნიორების ჩართულობის გარეშე შეგვეძლოს

    ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, უბრალოდ კარგი იქნებოდა, ეს პარტნიორების ჩართულობის გარეშე შეგვეძლოს

  • “სვისტოკით” და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება

    “სვისტოკით” და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება

  • შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება, თითქოს იქ ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი

    შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება, თითქოს იქ ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი

  • რაც დღეს პარლამენტთან ხდება იმის საპირისპიროა, რაზეც ყველა მხარე გუშინ შევთანხმდით

    რაც დღეს პარლამენტთან ხდება იმის საპირისპიროა, რაზეც ყველა მხარე გუშინ შევთანხმდით

  • “მათთვის დღევანდელი დღე ჯოჯოხეთია”

    “მათთვის დღევანდელი დღე ჯოჯოხეთია”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge