NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»2021 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირში გამგზავრებამდე საბუთებს საქართველოს საზღვარზეც შეამოწმებენ

2021 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირში გამგზავრებამდე საბუთებს საქართველოს საზღვარზეც შეამოწმებენ

01 იან 2021 სამართალი 714 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2021 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება. ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისას ნებისმიერი მოქალაქე კვლავ გადის სასაზღვრო კონტროლს.

საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალიწინებულ საბუთებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მესაზღვრე შეისწავლის ქვეყნიდან გასვლის დამაბრკოლებელ გარემოებებს, რისთვისაც შეფასდება მგზავრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, მოწმდება მგზავრის მონაცემები და შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.

მხედველობაში მიიღება გარემოებები:

  • პირის ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მგზავრობის/მოგზაურობის ისტორია;
  • მგზავრობის მიზანი, მათ შორის, როგორიცაა, მივლინება, გადაუდებელი სამედიცინო საჭიროება;
  • ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს პირის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ხელშემწყობ გარემოებაზე.

და რისკფაქტორები:

  • პირის მიერ ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადის დარღვევის ფაქტ(ებ)ი;
  • პირისათვის საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის შესახებ წინათ მიღებული გადაწყვეტილება და უარის თქმის მიზეზი;
  • ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლაზე უარი;
  • პირის მიერ შეცვლილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით (სახელი/გვარი) ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია;
  • ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს პირის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის დამაბრკოლებელ გარემოებაზე.

წესი ვრცელდება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველ საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელიც სარგებლობს უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მიემგზავრება როგორც პირდაპირ, ისე მე-3 ქვეყანაში ტრანზიტით გავლის გზით.

რა დოკუმენტები უნდა იქონიოთ

  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემული ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადაც ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დატოვების დღისთვის არანაკლებ 3 თვეა;
  • ვარგისი უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი ან ასეთი სამგზავრო ბილეთის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ჯანმრთელობის სამოგზაურო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალება ან მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია მგზავრმა თან იქონიოს ღონისძიების/კონფერენციის/სემინარის მოწვევა/პროგრამა;

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია მგზავრმა თან იქონიოს:

  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც დაგეგმილია მკურნალობა ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, შესაბამისი მკურნალობის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში ჩატარების შესახებ;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მგზავრის მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.

როგორ ხდება საქართველოს მოქალაქისთვის სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე უარის თქმა

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, თუ შემოწმების შედეგად გამოვლინდა რომელიმე დამაბრკოლებელი გარემოება, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე იღებს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას.

უწყება განმარტავენ, რომ დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში მიეთითება საქართველოდან გასვლაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძველი. გადაწყვეტილების 1 ეგზემპლარი გადაეცემა პირს, რომელსაც უარი ეთქვა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, ხოლო 1 ეგზემპლარი რჩება დეპარტამენტში. გარდა ამისა უარის თქმის პროცედურა

დეპარტამენტის მოსამსახურე ახორციელებს პირისათვის საქართველოდან გასვლაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის განმარტების პროცესის ვიდეოგადაღებას ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით.

როგორია გასაჩივრების პროცედურა?

გადაწყვეტილება საქართველოდან გასვლის მსურველ პირს შეუძლია გაასაჩივროს აქტის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. საჩივარს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს 30 დღის ვადაში, რომელიც საჩივრის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 დღისა.

კომენტარები

TOP ევროკავშირი საზღვარი 2021-01-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ევროკავშირი საზღვარი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

როგორ გამოიყურება ეროტიული თრილერის მთავარი გმირი 62 წლის მსახიობი შერონ სტოუნი (ფოტოები)

შემდეგი სტატია

ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა ქართული გოზინაყი მოამზადა და ახალი წელი მოგვილოცა

მსგავსი სტატიები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 6 პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 6 პირი დააკავა

03 თებ 2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარში ბრალდებულებს ბრალი დაუზუსტდათ

28 დეკ 2017
ახალშობილის გარდაცვალების გამო ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ხმაური იყო

ახალშობილის გარდაცვალების გამო ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ხმაური იყო

ნინო ჩხეიძე 15 იან 2022

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

  • მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

    მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

  • თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

    თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

  • პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

    პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

  • მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

    მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

  • „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge