NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»პაშა ბანკის მხარდაჭერით, წეროვანში ახალგაზრდული სამკითხველო მოეწყო

პაშა ბანკის მხარდაჭერით, წეროვანში ახალგაზრდული სამკითხველო მოეწყო

31 დეკ 2020 ბიზნესი 365 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პაშა ბანკის მხარდაჭერით, წეროვანში ახალგორის დევნილი მოსახლეობისთვის
ახალგაზრდული სამკითხველო მოეწყო. პროექტის ინიციატორი ეროვნული
ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა, ეკვილიბრიუმია.
წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვები და მოზარდები უკვე
შეძლებენ, ეზიარონ თანამედროვე ავტორთა შემოქმედებას და
გაიმრავალფეროვნონ ცოდნა.
„ეკვილიბრიუმი გულისხმობს სოფლის ბიბლიოთეკების წიგნებით,
ინტერნეტით, კომპიუტერით მომარაგებას, მათ აღდგენას. ძალიან გვიხარია, რომ
პაშა ბანკი შემოუერთდა ჩვენს ინიციატივას და საახალწლო საჩუქრად, სწორედ
31 დეკემბერს ჩავიტანეთ წეროვანის დევნილთა დასახლებისთვის უახლესი
გამოცემები. ვფიქრობ, რომ ეს მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ამბავია და
ბუნებრივია, იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება“,- გიორგი
კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.
„გვიხარია, რომ ეკვილიბრიუმის პროექტში ჩართვის შანსი მოგვეცა და ჩვენი
წვლილი შევიტანეთ წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვებისა
და მოზარდების განათლებასა და განვითარებაში. იმედი გვაქვს, მომავალშიც
შევძლებთ, სულ უფრო მეტი ბავშვისთვის გავხადოთ წიგნი ხელმისაწვდომი“,-
პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,
ანანო ქორქია.
პაშა ბანკს ამ დრომდე არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული გარემოს
დაცვისა და გამწვანების მიმართულებით.
პაშა ბანკი ფინანსური ინსტიტუტია, რომლის სათაო ოფისიც ბაქოში
მდებარეობს. ის ოპერირებს საქართველოში, თურქეთსა და აზერბაიჯანში. პაშა
ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის ბიზნესკომპანიებს საინვესტიციო და
კორპორაციულ მომსახურებას უწევს.

კომენტარები

2020-12-31
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კორონავირუსის ახალი შტამი ჩინეთშიც გამოვლინდა

შემდეგი სტატია

How to get Beautiful Ukraine Women

მსგავსი სტატიები

მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საგადასახადო შეღავათები წესდება

მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საგადასახადო შეღავათები წესდება

02 აპრ 2018
იუნესკომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ერთიანი ქსელი შექმნა

იუნესკომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ერთიანი ქსელი შექმნა

თამუნა 05 ნოე 2021
EFSE და TBC ლიზინგი აერთიანებენ ძალებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის მხარდასაჭერად

EFSE და TBC ლიზინგი აერთიანებენ ძალებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის მხარდასაჭერად

თამუნა 22 ოქტ 2021

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად

    გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად

  • დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

    დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

  • ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

    ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

  • ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

    ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

  • მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • “ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს”

    “ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს”

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge