NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»” იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საახალწლო კონცერტი მხოლოდ სატელევიზიო ეთერით იქნება გადაცემული”

” იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საახალწლო კონცერტი მხოლოდ სატელევიზიო ეთერით იქნება გადაცემული”

31 დეკ 2020 კულტურა 451 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობის უსაფრთხოება, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საახალწლო კონცერტი მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო ეთერით იქნება გადაცემული , – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერი საახალწლო ღონისძიების რეპეტიციაზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, ხვალ საღამოს კონცერტი გაიმართება და თბილისის მერიას ამ ყველაფრის გაკეთება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე განსხვავებულ ფორმატში უწევს.

„ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა მსოფლიოში, მხედველობაში მაქვს პანდემია, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის. რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა გრძელდება, ჯერ არ დასრულებულა, ეს ომი არ მოგვიგია. იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობის უსაფრთხოება, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საახალწლო კონცერტი მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო ეთერით იქნება გადაცემული. ყველა ტელევიზიას ექნება შესაძლებლობა , რომ გააშუქოს, სიგნალი იქნება გაშვებული“ , – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ ესტრადის ყველა წარმომადგენელი ყოფილიყო ჩართული საახალწლო ღონისძიებებში.

„პროექტი, რომელიც ხვალ კონცერტის სახით განხორციელდება, ძალიან ლამაზი გამოვიდა“ ,- აღნიშნა მან.

მან ასევე 2020 წელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან რთული წელი იყო.

„სერიოზული გამოწვევები იყო მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, 2021 წელი გაცილებით უფრო მაგარი წელი იქნება, სადაც შევძლებთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, სოციალური პრობლემების მოგვარებას, რომელიც პანდემიამ შექმნა და ამ ყველაფერში ჩვენი სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშნველოვანია ჩვენი ერთად დგომა. არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუ რამხელა ძალა აქვს სოლიდარობას, ერთად დგომას. ყველა იმ რთულ ვითარებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა, ყოველთვის თავაწეულები გამოვედით ჩვენი ერთობით და სოლიდარობით. ასე რომ, ძალიან მაგარი გრძნობაა სოლიდარობა, სიკეთის კეთება, ერთმანეთის მხარდაჭერა და თანადგომა“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

TOP კახა კალაძე 2020-12-31
ნინო ჩხეიძე
Tags TOP კახა კალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

შემდეგი სტატია

გალტ & თაგარტი 20 წლისაა

მსგავსი სტატიები

ბათუმის კლასიკური მუსიკის მე-5 საერთაშორისო ფესტივალი

03 სექ 2017
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ერთად  საზოგადოებაში პირველად გამოჩნდნენ

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ერთად საზოგადოებაში პირველად გამოჩნდნენ

26 სექ 2017
რეზო ესაძის დაკრძალვას კარანტინში მყოფი შვილი ვერ დაესწრება

რეზო ესაძის დაკრძალვას კარანტინში მყოფი შვილი ვერ დაესწრება

ნინო ჩხეიძე 20 აპრ 2020

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს  აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს აშენებს

  • Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

    Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

  • უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

    უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

  • კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

    კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

  • ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

    ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

  • 3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

    3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge