NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ჭირვეულის მორჯულება” ხდება – ოპოზიციამ საშინაო დავალება პირნათლად შეასრულა, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა

“ჭირვეულის მორჯულება” ხდება – ოპოზიციამ საშინაო დავალება პირნათლად შეასრულა, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა

28 დეკ 2020 პოლიტიკა 442 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ოპოზიციამ საშინაო დავალება პირნათლად შეასრულა, ახლა ჯერი არის ხელისუფლებაზეა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია არის ბოიკოტის რეჟიმში – ეს არის ფაქტი და დანარჩენი ყველაფერი არის, სურვილები, სპეკულაციები და ბიძინა ივანიშვილთან ქულების ჩაწერის მცდელობები.

“ჩვენ ვნახეთ ფაქტი, რომ პირველი მოწვევა და პარლამენტის მომდევნო სხდომებზე “ქართული ოცნება” არის მარტო. ჩვენ ვნახეთ ფაქტები, რომ 50-ზე მეტმა დეპუტატმა შეიტანა განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და ჩვენ ასევე, მიუხედავად ბაქიბუქისა “ქართული ოცნების” მხრიდან ვხედავთ ფაქტებს, რომ მათ შეეძლოთ ამ განცხადებების კენჭისყრა ამ კვირაში, მაგრამ გადადეს ერთი თვით. მათ შეეძლოთ ის დრაკონული კანონები, ანტიკონსტიტუციური კანონები მიეღოთ ამ კვირაში, მაგრამ განუსაზღვრელი დროით გადადეს. ეს იმისთვის არის, რომ ისინი ბაქიბუქობენ, მაგრამ ნელ-ნელა მაინც “ჭირვეულის მორჯულება” ხდება და გრძნობენ, რომ გამოსავალი არანაირი არ არის, არც კანონების მიღებაში, არც უფლებამოსილების შეწყვეტაში. ოპოზიციამ საშინაო დავალება პირნათლად შეასრულა, ახლა ჯერი არის ხელისუფლებაზე, ამიტომ ხელისუფლებამ გაწელა ეს პროცესი?! მაშინ თვითონვე მოვა მოლაპარაკებების მაგიდასთან. ხელისუფლება და უმრავლესობა არის მარტო და ოპოზიცია არის ბოიკოტის რეჟიმში ეს არის ფაქტი, დანარჩენი ყველაფერი არის, სურვილები, სპეკულაციები და ივანიშვილთან ქულების ჩაწერის მცდელობები”, – განაცხადა უგულავამ.

გარდა ამის,ა გიგი უგულავამ კოლეგა ოპოზიციოონერებს მოუწოდა, რომ გამოსვლების დროს თავი შეიკავონ შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან და იყვნენ მოზომილები.

“მინდა მოვუწოდო ჩემს ყველა ოპოზიციონერ კოლეგას, რომ უხეში და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან თავი შეიკავონ, იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ ფუნდამენტურ საკითხზე რასაც ჰქვია არჩევნების მიმართ დამოკიდებულება, რომ ის ტოტალურად გაყალბდა და სამწუხაროდ, ბოიკოტი არის ერთადერთი სწორი ფორმა, ამაში ვართ ერთიანი, ამიტომ გამონათქვამები უნდა მოვზომოთ იმისათვის, რომ ვიყოთ მოზომილები და იმისათვის, რომ ერთიანობას საფრთხე არ შეექმნას”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

2020-12-28
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება

შემდეგი სტატია

ჩვენ ვართ წინააღმდეგი, რომ ვადამდელი არჩევნების გამო სხვა ყველაფერზე ვთქვათ უარი

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი: არ შეიძლება რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკიდან გაძევება

18 დეკ 2017
არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება, შემოვა თუ არა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ – რაც უნდა, ის გააკეთოს

არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება, შემოვა თუ არა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ – რაც უნდა, ის გააკეთოს

ირაკლი შალიკაშვილი 28 მაი 2021
რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარის აზრს ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა სიაში ვინ მოხვდება? – როცა ეს განხილვები დაიწყება, ჩემს სათქმელს ვიტყვი

რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარის აზრს ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა სიაში ვინ მოხვდება? – როცა ეს განხილვები დაიწყება, ჩემს სათქმელს ვიტყვი

ირაკლი შალიკაშვილი 10 ივნ 2020

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს  აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს აშენებს

  • Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

    Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

  • უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

    უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

  • კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

    კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

  • ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

    ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

  • 3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

    3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge