რუსეთში, ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში მცხოვრებმა ფაზილ ხალიკოვმა ცოლის ღალატის გამო შვილები მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ინტერნეტში გავრცელდა ხალიკოვის ხმოვანი ჩანაწერი, სადაც ის შვილების მკვლელობის მიზეზად ცოლის ღალატს ასახელებს:
ნახვამდის ძმაო. ცოლმა ღალატი აღიარა და მითხრა, რომ სხვა უყვარს. მშვიდობით, შვილები თან მიმყავს – ამბობს ჩანაწერში მამაკაცი.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის მეუღლე წვეულებაზე წავიდა და მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. ქალი სახლში დილით დაბრუნდა და მეუღლეს ღალატში გამოუტყდა. ამის შემდეგ ქმარმა ბავშვები ავტომობილით წაიყვანა. რამდენიმე საათის შემდეგ მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ ის და ბავშვები მანქანაში მხუთავი აირით იგუდებიან. რამდენიმე საათის შემდეგ მამაკაცისა და ბავშვების გვამები სანაპიროსთან იპოვეს.
კომენტარები