NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მიხეილ სააკაშვილი: ნიკა არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო

მიხეილ სააკაშვილი: ნიკა არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო

27 დეკ 2020 პოლიტიკა 125 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელიას”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

მან პარტიის ყრილობაზე მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ახლა მთავარია ერთიანობის შენარჩუნება და „ხელისუფლებისთვის ბოლომდე შეტევა“.

„მინდა მოგილოცოთ პირველი ელექტრონული არჩევნების ჩატარება და ნიკა მელიას მინდა მივულოცო გამარჯვება. ნიკა არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო, რის გარეშეც არაფერი გამოვა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე. მინდა ჩვენს ათასობით აქტივისტს დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ამდენი წელი უძლებს რეპრესიებს, შევიწროებას, არ ღალატობს იდეას და მთავარ საქმეს. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ელექტრონულ არჩევნებში. მინდა გითხრათ, რომ მომავალში, როგორც კი ამ უზურპატორებს ხელისუფლებას ჩამოვაშორებთ, ყველა ძირითადი გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მიერ სწორედ ასე იქნება მიღებული ელექტრონულად, არჩევნებში ღილაკზე თითის დაჭერით, მთელ მსოფლიოში ქართველები გადაწყვეტენ თავის სამშობლოს ბედს. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ლევან ვარშალომიძეს, რომელმაც უკრაინის მთავრობაში ძალიან დიდი თანამდებობაზე უარი თქვა, აჭარასა და საქართველოში დიდი მოძრაობა გაშალა, დაბრუნდა და ბოლომდე იბრძვის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ოპოზიციასთნ ერთად ამ არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ის ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოპარა. ქართველ ხალს ეიმედება თითოეული ჩვენგანი და ვეიმედებით ჩვენ, რომ მას ამ გამარჯვებას დავუბრუნებთ. ამისთვის ახლა უნდა აგორდეს საბოლოო, გადამწყვეტი ტალღა, რომელიც უზურპატორს, ოლიგარქს და მის მიერ შექმნილ მარიონეტულ რეჟიმს წალეკავს და საქართველოს დაუბრუნებს მშვიდობას, განვითარებას და კეთილდღეობას. თითოეული ქართველი იმედის თვალით შემოგვყურებს. ახლა მთავარია შევინარჩუნოთ ერთიანობა და ბოლომდე შევუტიოთ. ჩვენი საბოლოო გამარჯვება ძალიან ახლოსაა. ამის ღრმად მრწამს და ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს.

კომენტარები

TOP მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა ნიკა მელია 2020-12-27
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა ნიკა მელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნიკა მელია: “ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიზანი კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას მდიდარი, დასავლური საქართველო

შემდეგი სტატია

გიორგი ბარამიძე – პარტიის განვითარების ახალი ეტაპი იწყება

მსგავსი სტატიები

ჩუგოშვილი გახარიას: თქვენ პარლამენტიდან თბილისში ბრუნდებით ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერით

ჩუგოშვილი გახარიას: თქვენ პარლამენტიდან თბილისში ბრუნდებით ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერით

19 მაი 2018
მომხდარზე და მოვლენების ესკალაციაზე, რაც დღემდე არსებობდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ნიკა მელიას

მომხდარზე და მოვლენების ესკალაციაზე, რაც დღემდე არსებობდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ნიკა მელიას

ირაკლი შალიკაშვილი 23 თებ 2021
მან მოიპარა სასამართლო ხელისუფლება,” – ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს

მან მოიპარა სასამართლო ხელისუფლება,” – ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს

21 იან 2019

უახლესი ამბები

  • “კორონას დროს ქუჩებს მრისხანედ რომ რეცხავდით მედიის დასანახად და სიაბანდი პიარისთვის გვახსოვს, მაგრამ …”

    “კორონას დროს ქუჩებს მრისხანედ რომ რეცხავდით მედიის დასანახად და სიაბანდი პიარისთვის გვახსოვს, მაგრამ …”

  • საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

    საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

  • მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი, ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

    მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი, ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

  • საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

    საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

  • კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

    კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

  • ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

    ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

  • გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

    გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

  • “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება”

    “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება”

  • სერგო ჩიხლაძე – განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა – კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?!

    სერგო ჩიხლაძე – განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა – კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?!

  • დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

    დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge