NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»ამირან გამყრელიძე: გარკვეული მონაცემები იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდეს, არის, მაგრამ …

ამირან გამყრელიძე: გარკვეული მონაცემები იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდეს, არის, მაგრამ …

25 დეკ 2020 საინტერესო 124 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძისინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურებული ჯერ არ არის, თუმცა კვლევა მიმდინარეობს.

როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტა, გარკვეული მონაცემები იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდეს, არის, მაგრამ ამის კვლევას დღეები სჭირდება.

„კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურებული ჯერ არ არის. გარკვეული მონაცემები იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდეს, არის, მაგრამ ამის კვლევას დღეები სჭირდება, იმიტომ, რომ გენომის სეკვენირება მიმდინარეობს. რამდენიმე ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, არ არის ეს ბევრი, ალბათ, 5-ზე ნაკლები შემთხვევაა.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის დადგენა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიას შეუძლია, იმიტომ, რომ იქ არის საშუალება გენომის დაშლის, ანუ სეკვენირების და ამ ახალი შტამის იდენტიფიცირებას, სწორედ, გენომის სეკვენირება სჭირდება და ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ამას სჭირდება რამდენიმე დღე, ზოგჯერ კვირაც“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენა, მხოლოდ ლაბორატორიულად, გენომის სეკვენირების შედეგად არის შესაძლებელია, თუმცა გამყრელიძის განმარტებით, საერთაშორისო ბაზარზე მალე გამოჩნდება PCR ტესტით მისი იდენტიფიცირების საშუალება.

მისივე განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება და საქართველომ შესაძლოა საჭირო რეაგენტები გერმანიიდან იანვარში მიიღოს.

„დღეს რასაც ბრიტანეთი აკეთებს და სხვაგანაც, სადაც ეს კეთდება, ამ ეტაპზე, მხოლოდ გენომის სეკვენირებით კეთდება, მაგრამ, ალბათ, მალე საერთაშორისო ბაზარზე გამოჩნდება, იგივე, PCR ტესტით მისი იდენტიფიცირების საშუალება. ზოგიერთ ლაბორატორიას დასავლეთში აქვს შესაბამისი ე.წ თვითნაკეთი არაკომერციული PCR, რომლითაც შეიძლება მისი იდენტიფიცირება. ჩვენ ძლიერი პარტნიორი გვყავს გერმანიაში, ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი და მათთან მიმდინარეობს სწორედ მოლაპარაკებები, რომ შესაბამისად მოგვეხმარონ. ჩვენ შეგვიძლია, როგორც გითხარით, გენომის სეკვენირებით ამის გაკეთება, რომელიც ხანგრძლივი და საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა და ეს რომ PCR ტესტით დადგინდეს, ამის რეაგენტები, შესაძლებელია, რომ გერმანიიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, იანვარში მივიღოთ,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

TOP ამირან გამყრელიძე კორონავირუსი 2020-12-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ამირან გამყრელიძე კორონავირუსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სან-ფრანცისკოს პოლიცია საავადმყოფოში მყოფ ბავშვებს დღესასწაულს უწყობს (ვიდეო)

შემდეგი სტატია

“ღიად გეუბნება პოლიტიკოსი, პასუხისმგებლობის მქონე რომელიც უნდა იყოს, რომ ის არის მოროდიორი და ელოდება იმას, რომ პანდემია დაამძიმებს ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებას”

მსგავსი სტატიები

წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი – არც ერთ ქვეყანას ასეთი შედეგი არ აქვს

წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი – არც ერთ ქვეყანას ასეთი შედეგი არ აქვს

ირაკლი შალიკაშვილი 15 აპრ 2020

Laptop or computer SCIENCE VS. Computer system ENGINEERING: WHAT’S THE Distinction?

25 იან 2021

ვინ დიზელი 2017 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობია

28 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

    თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

  • არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია

    არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია

  • თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

    თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

  • საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

    საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

  • დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

    დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

  • ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

    ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

  • ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

    ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

  • გია ხუხაშვილი: ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და უკაცრავად და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში

    გია ხუხაშვილი: ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და უკაცრავად და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში

  • ოპოზიცია ფიქრობს, თუ როგორ გამოძვრეს იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს

    ოპოზიცია ფიქრობს, თუ როგორ გამოძვრეს იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს

  • რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

    რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge