NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»ისტორიის წერა გრძელდება – ევროპაბეთმა დინამო ბათუმთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

ისტორიის წერა გრძელდება – ევროპაბეთმა დინამო ბათუმთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

24 დეკ 2020 საინტერესო 129 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
• ევროპაბეთმა და ბათუმის დინამომ ახალი კონტრაქტი გააფორმეს
• კომპანია აჭარულ კლუბში სოლიდურ ინვესტიციას განახორციელებს
• popsport.com კვლავ დინამოს მედია-პარტნიორი იქნება
• ყველაფერი პროექტის “პასუხისმგებლიანი თამაში” შესახებ – responsible.ge

წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება! კომპანია ევროპაბეთმა საქართველოს ვიცე-ჩემპიონ დინამო ბათუმთან ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ პერიოდში აჭარულ კლუბში მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. ამასთან, ბათუმის დინამოს მთავარი მედია-პარტნიორი კვლავ პოპსპორტი იქნება.

ევროპაბეთსა და დინამო ბათუმს შორის თანამშრომლობა წელიწადნახევრის წინ დაიწყო და განვლილ პერიოდს ორივე მხარე დადებითად აფასებს. ამ პერიოდში, ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებული ბათუმური კლუბი ზედიზედ ორჯერ გახდა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა. მორიგი ვიცე-ჩემპიონობისა და უეფას ახალი ევროტურნირის, კონფერენსლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ, დინამო ბათუმს ევროპაბეთის სახით კვლავ სოლიდური პარტნიორი ეყოლება.

ევროპაბეთში დინამო ბათუმთან ურთიერთობით ამაყობენ და აცხადებენ, რომ თანამშრომლობის გაგრძელება გარდაუვალი იყო. 2019 წლის აგვისტოში არჩევანის ბათუმური კლუბის სასარგებლოდ გაკეთებისას გადამწყვეტი ის ემოცია და სიხარული იყო, რომელიც დინამოს საშინაო მატჩებზე ყოველთვის განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული. კორონავირუსის პანდემიამ 2020 წელს ამ ფენომენზე ცუდად იმოქმედა, მაგრამ 2021 წელს და მომდევნო სეზონს ბათუმში ყველა დიდი იმედებით ელოდება – შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ბათუმის ახალ, გრანდიოზულ არენაზე დინამოს გულშემატკივრების ემოცია კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით დაბრუნდება. ევროპაბეთის მიზანიც სწორედ ეს არის – ფეხბურთით სიამოვნებისა და სიხარულის გამოხატვის ეს ფენომენი უფრო მასშტაბური გახდეს.

ლაშა გოგუა (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი)

„ძალიან მაგარი 2 სეზონი გავატარეთ ერთად და ერთ მიზეზსაც ვერ ვხედავ, თუ რატომ არ უნდა გაგრძელდეს ეს ურთიერთობა. დინამო ბათუმი თავის ახალ ისტორიას წერს და ამაყი ვარ, რომ ამ პროცესის მონაწილეები ვართ. ბოლო ორ სეზონში საქართველოს ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა, თუმცა ეს არ არის მთავარი… დინამო ერთ-ერთი უძველესი ქართული კლუბია, დიდი ისტორიით და ლოიალური გულშემატკივრით – ამ ფაქტორების, ასევე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების და კლუბში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მგონია, რომ ამ საფეხბურთო ორგანიზაციას საქართველოს ჩემპიონატის მოგებაზე გაცილებით მასშტაბური ამბიციები შეუძლია ჰქონდეს. ევროპაბეთი ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული კომპანიაა. ჩვენი გუნდის მთავარ პრინციპებს თანასწორობა და მიზნისკენ სწრაფვა განსაზღვრავს, პარტნიორებსაც ყოველთვის ამ ნიშნით ვარჩევთ. ღირებულებების თანხვედრის გარდა, ბათუმში გულშემატკივარმა მიგვიყვანა. ისინი სტადიონზე ყოველ თამაშზე განსაკუთრებულ ატმოსფეროს და ემოციას ქმნიან. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი რეალობისთვის უნიკალურია – გვინდა, ამას ხელი შევუწყოთ და განვავითაროთ. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ისევ შევძლებთ, ერთად ვიზეიმოთ ბევრი გამარჯვება უკვე ახალ არენაზე და ერთად გავაგრძელებთ ბათუმის დინამოს ისტორიის წერას“.

ლადო დვალიშვილი (დინამო ბათუმის სპორტული დირექტორი)

„ჩვენი კლუბის, ევროპაბეთისა და პოპსპორტის თანამშრომლობით ძალიან კმაყოფილი ვარ – ეს კარგი საქმის ერთად კეთების მაგალითი იყო და მიხარია, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება. კლუბს უკვე აქვს უმაღლესი კლასის საშინაო არენა, ფუნქციონირება დაიწყო დინამო ბათუმის აკადემიამ, რეკონსტრუქცია უტარდება ანგისას ბაზას – მიზნებიც და სტანდარტებიც მაღალი გვაქვს. დინამოს განვითარების გზაზე ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია ისეთი ძლიერი და საიმედო პარტნიორის ყოლა, როგორიც ევროპაბეთია“.

ევროპაბეთს ქართულ სპორტში ინვესტირების დიდიგამოცდილება აქვს. 2017 წელს კომპანიაევრობასკეტზე, საქართველოს ეროვნულისაკალათბურთო ნაკრების სპონსორი იყო.

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი 1923 წელსშეიქმნა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, კლუბმა ერთ–ერთი საუკეთესო სეზონი 1997/98 წლებში ჩაატარა – მოიგო საქართველოს თასი, სუპერთასი და ქვეყნის ვიცე–ჩემპიონი გახდა. 2019 და2020 წლებში გია გეგუჩაძის მიერ გაწვრთნილმაგუნდმა ასევე ვიცე–ჩემპიონობა იზეიმა. 2021 წლისზაფხულიდან დინამო ბათუმი ახალი ევროტურნირზე, უეფას კონფერენსლიგაზე იასპარეზებს, საქართველოს ჩემპიონატში კი კლუბის მიზანიპირველობა იქნება.

წყარო: https://popsport.com/

კომენტარები

TOP 2020-12-24
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 1000 სტუდენტი „საბას“ ონლაინ ბიბლიოთეკაზე უფასო წვდომას შეძლებს

შემდეგი სტატია

სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული ცოლის ნათესავები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ

მსგავსი სტატიები

Product Placement – რეკლამა კინოში

Product Placement – რეკლამა კინოში

29 სექ 2017

რეალისტური ნახატები ტყეში

28 დეკ 2017
ფოტოფალსიფიკაცია: ფოტოები, რომლებმაც Photoshop-ის წყალობით დაიპყრეს ინტერნეტი

ფოტოფალსიფიკაცია: ფოტოები, რომლებმაც Photoshop-ის წყალობით დაიპყრეს ინტერნეტი

22 იან 2018

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

    ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

  • 96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

    96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

  • ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

    ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

  • “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

    “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

  • ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

    ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

  • ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

    ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

  • “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

    “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

  • უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა  (ვიდეო)

    უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა (ვიდეო)

  • სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

    სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

  • ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

    ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge