NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“… თან აღმოხდა, რომ „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ცარიელი სკამები შეივსოს” და ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში”

“… თან აღმოხდა, რომ „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ცარიელი სკამები შეივსოს” და ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში”

24 დეკ 2020 პოლიტიკა 166 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნების” მმართველობის ხელში, ჩვენ მივიღეთ წელში გატეხილი სახელმწიფო, რომელსაც დღეს მართავს არაადეკვატური, არაკომპეტენტური და უპრინციპო პოლიტიკური ძალა და ჩვენი სახელმწიფოს მთავარ გამოწვევას სწორედ „ქართული ოცნება” წარმოადგენს , – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მან, ასევე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას დღევანდელი გამოსვლა შეაფასა და განმარტა, რომ მისი გამოსვლა იყო „ყველა იმ უბედურების განსახიერება, რასაც ერთპარტიული პარლამენტი წარმოადგენს“.

“რთულია გამოჩნდე კომპეტენტური, როდესაც არცერთი მიმართულებით წინსვლას არ სთავაზობ შენს მოქალაქეებს და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შეცვლითაც არ იტკიებ თავს. რთულია ნერვებმა არ გიმტყუნოს მაშინ, როდესაც იცი, რომ ამ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისის მიზეზი მხოლოდ შენ, შენი უუნარობა და შენი ავტოკრატიული მიდრეკილებებია. დღეს ის ცარიელ სკამებს ეპაექრებოდა, თან აღმოხდა, რომ „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ცარიელი სკამები შეივსოს” და ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, მაშინ როდესაც მან და „ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა ამ სკამების ცარიელ მდგომარეობაში დარჩენისთვის.

ნახევარსაათიანი გამოსვლა ოპოზიციის კრიტიკით დაიწყო და მისივე კრიტიკით დამთავრდა. სწორედ იმიტომ, რომ სხვა არაფერი აქვს სათქმელი თავის თანამოქალაქეებისთვის. ვერაფერს სთავაზობს პრობლემების გადასაჭრელად: წელში გატეხილ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, უმუშევრად დარჩენილ უამრავ ადამიანს, მილიონამდე პენსიონერსა და სოციალური დახმარების ბენეფიციარს, სრულფასოვანი განათლების გარეშე დარჩენილი სკოლის მოსწავლეების მშობლებს, დაკარგული შემოსავლების გამო უსტატუსოდ დარჩენილ 70 ათას სტუდენტსა და მრავალ სხვას. კანდიდატმა გახარიამ დღეს ჩვენ, ოპოზიცია დაგვადანაშაულა პარლამენტის მუშაობის საბოტაჟში, როდესაც მისი და მისი პარტიის 8- წლიანი მოღვაწეობა არის საბოტაჟი ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. მან დაგვაბრალა ვიწრო ინტერესების მსახურება მაშინ, როდესაც ისტორიაში პირველად, სრულიად ოპოზიციამ გვერდზე გადადო ყველა სხვა ინტერესი და პარლამენტში არშესვლის აქტით მტკიცედ დგას არჩევნის თავისუფლებისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასაცავად”, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

კომენტარები

თაზო დათუნაშვილი ლელო ოპოზიცია ქართული ოცნება 2020-12-24
ნინო ჩხეიძე
Tags თაზო დათუნაშვილი ლელო ოპოზიცია ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა

შემდეგი სტატია

“რა თქმა უნდა, ოპოზიციის არყოფნა დღეს დარბაზში პრობლემაა. ეს ჩემი პრობლემა კი არ არის, მე კი არ მიქმნის დისკომფორტს ეს ქვეყნის პრობლემაა”

მსგავსი სტატიები

„თუ აქცია კანონის ფარგლებში იქნება, არანაირი პრობლემა არ არის, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აწყობს“

„თუ აქცია კანონის ფარგლებში იქნება, არანაირი პრობლემა არ არის, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აწყობს“

17 დეკ 2018

zdes.com.ua მორიგ აუდიოჩანაწერს ავრცელებს

23 ნოე 2018

„არჩევნების შედეგები იქნება ისეთი, როგორც ეს მოსახლეობამ გადაწყვიტა“

სოსო ელისაშვილი 29 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

    დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

  • იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

    იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

  • დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

    დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

  • პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

    პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

  • ლილი ფოფხაძე: ბაბუა

    ლილი ფოფხაძე: ბაბუა

  • ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

    ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

  • საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

    საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

    ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

  • შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

    შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge