NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ლევან ღამბაშიძე: პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, დასანანია სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს ჩვენ რომ არ ვიყავით ფასილიტატორებიო და …

ლევან ღამბაშიძე: პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, დასანანია სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს ჩვენ რომ არ ვიყავით ფასილიტატორებიო და …

23 დეკ 2020 საზოგადოება 173 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, დასანანია სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს ჩვენ რომ არ ვიყავით ფასილიტატორებიო და ძალიან კარგი იქნება, თუკი საქართველო მომავალში იქნება კავკასიური მშვიდობის პლატფორმის წევრიო.
თავი რო დავანებოთ რომ ამ პლატფორმაში რუსეთთან ერთად უნდა ვიყოთ კავკასიური მშვიდობის გარანტორები, რაც უკვე აბსურდი და სიგიჟეა, წარმოიდგინეთ ის როგორი აბსურდი და სიგიჟეა, რომ რეგიონალურ ფასილიტაციაზე საუბრობს პოლიტიკური გაერთიანების წევრი, რომელიც საკუთარ ოპოზიციას დასავლეთის ელჩების შუამავლობით ელაპარაკება,” წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის, „ელჩების კონფერენცია 2020″-ის გახსნის ცერემონიაზე, ქართველ დიპლომატებს სიტყვით მიმართა. ამავე კონფერენციაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი.„მეორე გამოწვევა, ამ წლის, იყო კონფლიქტი ჩვენს რეგიონში – ძალიან დიდი გამოწვევა. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე – ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული – მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა – ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში …. და არის!.. სწორედ ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

აზერბაიჯანი ლევან ღამბაშიძე ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილი სომხეთი 2020-12-23
ნინო ჩხეიძე
Tags აზერბაიჯანი ლევან ღამბაშიძე ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილი სომხეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ადამიანი თავისი ტვინის 2%-ს იყენებს მარტო. არ გიკვირთ, რატომ არის ასე? “

შემდეგი სტატია

24-25 დეკემბერს დასავლეთ, ხოლო 24-26 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება

მსგავსი სტატიები

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება 3 დეკემბრიდან იწყება

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება 3 დეკემბრიდან იწყება

ნინო ჩხეიძე 02 დეკ 2020
ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ირაკლი შალიკაშვილი 13 აპრ 2020
ცილისწამებისა და დეზინფორმაციის კონტროლი – პრეზიდენტი დღეს არასამთავრობოებს შეხვდება

ცილისწამებისა და დეზინფორმაციის კონტროლი – პრეზიდენტი დღეს არასამთავრობოებს შეხვდება

01 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

  • “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

    “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

  • “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

    “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

  • საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

    საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

  • ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

    ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

  • “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

    “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge