NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»დავით ზურაბიშვილი: არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. რიგგარეშე არჩევნები რომ დადგეს დღის წესრიგში, ამას ჭირდება ხელისუფლების კრიზისი

დავით ზურაბიშვილი: არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. რიგგარეშე არჩევნები რომ დადგეს დღის წესრიგში, ამას ჭირდება ხელისუფლების კრიზისი

23 დეკ 2020 საინტერესო 485 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. რიგგარეშე არჩევნები რომ დადგეს დღის წესრიგში, ამას ჭირდება ხელისუფლების კრიზისი, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებებს ვერ უნდა იღებდეს პარლამენტში ხმების უკმარისობის გამო, ან მიღებულ გადაწყვეტილებებს ვერ ახორციელებდეს ხალხის მასობრივი პროტესტის პირობებში. არც ერთს ველი და არც მეორეს, – ამის შესახებ პოლიტიკოსი, “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელიში, ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის გვერდზე წერს.

“1. დასავლეთი ხელისუფლებას არ მიაწვება იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ არაფრის განმუხტვა არ იქნება საჭირო.

2. კონსტიტუციის ცვლილება ხელისუფლებას არაფერში ჭირდება. შესაბამისად არ ჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობაც,
3. არანაირი მასობრივი აქციები არ იქნება. ეკონომიკური გაჭირვების გამო აქციები საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, არადა რაც თავი მახსოვს სულ გაჭირვებაა.
4. მეტი დემოკრატიის მოთხოვნა სულ დგას, მაგრამ თუ არსებულზე უფრო დემოკრატიული ალტერნატივა არ გამოჩნდა, მაინცდამაინც დასავლეთიც არ მოიკლავს თავს ხელისუფლებაზე ზეწოლით.
5. ჩემი მტერი გადარჩა ეს ოპოზიცია რომ გადარჩება აწი. ქუჩაში დარჩენილი ოპოზიციური პარტიები ან შეერწყმებიან ნაცმოძრაობას, ან გადავლენ მილევად რეჟიმში
და კი, ტელევიზიებში იჯდებიან და ილაპარაკებენ მიმდინარე აპოკალიფსზე. ახლაც რომ ვუსმენ, სულ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აპოკალიფსისის ორმა მხედარმა უკვე ჩამოიარა, მესამე გზაშია და მეოთხე ემზადება. არადა არაა ასეთი რადიკალური განწყობები საზოგადოების უმრავლესობაში. აქციებზეც ჩანს ეს, სადაც ძირითადი მასა რადიკალი ნაცებია.
საერთოდ პესიმიზმი არაა ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობა, მაგრამ პარლამენტის ბოიკოტის შედეგი ან ხელისუფლების დამხობა უნდა იყოს, ან ოპოზიციის მარგინალიზება. ასეთია ბოიკოტის კამპანიის ლოგიკა. პირველი ვარიანტი არასასურველია და არარეალური. ხოლო მეორე ვარიანტი ასევე არასასურველია, მაგრამ რეალური”, – წერს დავით ზურაბიშვილი.

კომენტარები

TOP დავით ზურაბიშვილი ოპოზიცია 2020-12-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დავით ზურაბიშვილი ოპოზიცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“კარტოგრაფების საქმეში” ღარიბაშვილის გამოჩენა უდავოს ხდიდა ამბავს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის სჭირდებოდათ ადამიანების დაკავება

შემდეგი სტატია

საშობაო ჩვენება WhiteHouse Blue Room- ში (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

„ოქროს გლობუსის“ 75-ე დაჯილდოებისთვის მზადება დასრულებულია

„ოქროს გლობუსის“ 75-ე დაჯილდოებისთვის მზადება დასრულებულია

06 იან 2018
Black Panther-ის სანახად ბავშვებმა, კინოთეატრის მენეჯერის გასულელება გადაწყვიტეს

Black Panther-ის სანახად ბავშვებმა, კინოთეატრის მენეჯერის გასულელება გადაწყვიტეს

19 თებ 2018

Methods to Fix a Relationship – How to Make a Relationship Job Again

ნაგულისხმევად საიტისათვის 04 ივლ 2021

უახლესი ამბები

  • “ღორი მომიკლა სააკაშვილმა…” – ვიდეო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    “ღორი მომიკლა სააკაშვილმა…” – ვიდეო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქი დაიტბორა

    ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქი დაიტბორა

  • დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი: ჩვენ აქ ვიმყოფებით პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენი ყოფნა პრაიდის ჩატარების პერიოდს დაემთხვეს

    დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი: ჩვენ აქ ვიმყოფებით პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენი ყოფნა პრაიდის ჩატარების პერიოდს დაემთხვეს

  • სოფელ ზემო ხეჩილთან 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

    სოფელ ზემო ხეჩილთან 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

  • რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

    რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

  • უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

    უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

  • ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

    ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

  • შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

    შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge