NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პანდემიის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესაქტივობა იყო საკმაოდ შემცირებული, საპრივატიზებო ობიექტებიდან 124 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა

პანდემიის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესაქტივობა იყო საკმაოდ შემცირებული, საპრივატიზებო ობიექტებიდან 124 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა

21 დეკ 2020 პოლიტიკა 560 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებას ასევე ხელს შეუწყობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების მაქსიმალური ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2019 – 2020 წლებში ბევრი ახალი ინიციატივა განხორციელდა. მათ შორის პროგრამა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, როდესაც პარალელურ რეჟიმში 100 საპრივატიზებო აუქციონი ტარდებოდა.

„პროგრამამ საკმაოდ წარმატებით იმუშავა. პანდემიის პერიოდში, 2020 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესაქტივობა იყო საკმაოდ შემცირებული, ასეთი გამჭვირვალე და მარტივი ელექტრონული პლატფორმების შექმნის შედეგად, საპრივატიზებო ობიექტებიდან 124 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა. ასევე, პარლამენტის მხარდაჭერით გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმა, როდესაც შეირწყა ორი უწყება – სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო და საფინანსო მომსახურების სააგენტო. ამით „ერთი ფანჯრის პრინციპით“ განხორციელდება ამიერიდან უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა და ახლა უკვე ელექტრონული პლატფორმაა მზადების პროცესში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე ყურადღება გაამახვილა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო მიწების განკერძოების წახალისებისთვის უკვე ხელმისაწვდომია 10 ჰა-მდე იჯარით გაცემული მიწების გამოსყიდვა მოიჯარეების მხრიდან, რაც, ნათია თურნავას შეფასებით, იძლევა იმისა შესაძლებლობას, რომ ეს მიწები უფრო მეტად ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამებში და მოიზიდოს საბანკო დაფინანსება.

კომენტარები

2020-12-21
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ძველ და ახალ „გირჩს” შორის ბევრი განსხვავება იქნება – საბოლოოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომელი „გირჩი” მიესადაგება მის გემოვნებას

შემდეგი სტატია

ჯერჯერობით რასაც ვისმენთ და რაც მოგვისმენია აქამდე, ძირითადად შანტაჟისა და მუქარის ტონი, არ ემსახურება არანაირ შეთანხმებას

მსგავსი სტატიები

ჩერგოლეიშვილი: „ჰომოფობი ხარ? ესე იგი შტერი ხარ“

01 მაი 2018
საქართველოს მთავრობას აქვს უფლებამოსილება განსაზღვროს, ვინ შემოუშვას თავის ქვეყნის ტერიტორიაზე და ვინ არა

საქართველოს მთავრობას აქვს უფლებამოსილება განსაზღვროს, ვინ შემოუშვას თავის ქვეყნის ტერიტორიაზე და ვინ არა

ირაკლი შალიკაშვილი 01 აპრ 2021
სახელმწიფო 3 ვერტმფრენს 21 000 000 ევროდ შეიძენს

სახელმწიფო 3 ვერტმფრენს 21 000 000 ევროდ შეიძენს

ნინო ჩხეიძე 20 დეკ 2022

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge