NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»ძველ და ახალ „გირჩს” შორის ბევრი განსხვავება იქნება – საბოლოოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომელი „გირჩი” მიესადაგება მის გემოვნებას

ძველ და ახალ „გირჩს” შორის ბევრი განსხვავება იქნება – საბოლოოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომელი „გირჩი” მიესადაგება მის გემოვნებას

21 დეკ 2020 საინტერესო 448 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ძველ და ახალ „გირჩს” შორის ბევრი განსხვავება იქნება – ერთ-ერთი მეტი ღიაობაა. იდეოლოგიას რაც შეეხება, ისევ კლასიკური ლიბერალიზმის ერთგული ვრჩებით“, – ამის შესახებ  „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთ საკითხზე „გირჩის“ მეორე ფრთასთან ითანამშრომლოს, თუმცა, აღნიშნავს, რომ მაინც კონკურენტები იქნებიან.

„საბოლოოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომელი “გირჩი” მიესადაგება მის გემოვნებას. არ მგონია, “ოცნებას” ჩაეხუტონ, არც ის, რომ პოლიტიკური სცენიდან გაქრნენ, ნიჭიერი ხალხია, ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლიათ“, – ამბობს ჯაფარიძე და აანონსებს, რომ პარტიას ახალი სახეები აუცილებლად ეყოლება, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა იქნება.

„რაც შეეხება გაერთიანებას, არავისთან არანაირი ფორმატით არ ვაპირებთ გაერთიანებას, “გირჩს” თავისი გზა აქვს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

პარტიის დაფინანსების საკითხზე, ჯაფარიძე ამბობს, რომ ბიუჯეტის ფული არც აქამდე აუღია და არც მომავალში აპირებს.

„არასდროს ამიღია პარტიის დასაფინანსებლად ბიუჯეტის ფული და არც მომავალში ვაპირებ. “გირჩი” არასდროს დაფინანსდება ბიუჯეტიდან. როგორ ვარსებობთ? კერძო შემოწირულობებით. ათასობით მოქალაქე ყოველთვიურად გვირიცხავს ფულს, დაწყებული ერთი ლარით, დამთავრებული ორასით. ეს არის სწორი გზა, თუ გვსურს, პოლიტიკა პოლიტიკას ჰგავდეს“, – ამბობს ჯაფარიძე და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „გირჩს“ პალიკო კუბლაშვილი აფინანსებდა.

„პალიკო კუბლაშვილი ჩვენ მხოლოდ რამდენჯერმე დაგვეხმარა – ერთხელ ოფისის ქირა გადაგვიხადა და ერთხელაც პორტალის დამზადების ხარჯი აგვინაზღაურა ჩემი თხოვნით. ასე რომ, არავის წინაშე ანგარიშვალდებული არა ვართ და არც მომავალში ვაპირებთ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე ამავე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ოპოზიციურ სპექტრში არ არსებობს შეთანხმებული გეგმა, რას გააკეთებენ ისინი, თუ მოლაპარაკებისგან შედეგი არ იქნება, არც პარლამენტში შევლენ და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, აქციებსაც ვერ გამართავენ.

„ეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, ამავეს მეკითხებიან ჩემი მხარდამჭერებიც. გამიჭირდება მთლიანი ოპოზიციის სახელით საუბარი, არ ვიცი, რომელ პარტიას რა გეგმა აქვს. მე მხოლოდ ჩემს თავსა და ახალ “გირჩზე” შემიძლია გითხრათ – ჩვენ პარლამენტის გარეთ ბრძოლის გამოცდილება გვაქვს და ასევე ვაპირებთ გაგრძელებას. განსხვავება ის იქნება, რომ ადაპტირება მოგვიწევს ახალ რეალობასთან, პარლამენტის მანდატების გარეშე უნდა მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ და დასძინა: „საკანონმდებლო ბერკეტების გამოყენებით ოპოზიციაზე ზეწოლის ცდა, რომ რამენაირად შეიტყუონ პარლამენტში, ხელს არ უწყობს მოლაპარაკებას“.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძე ახალ “გირჩს” 26 დეკემბერს დააფუძნებს. პარტია დარეგისტრირდება სახელით “მეტი თავისუფლება – “გირჩი”.

კომენტარები

TOP 2020-12-21
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Methods to Plan a marriage

შემდეგი სტატია

პანდემიის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესაქტივობა იყო საკმაოდ შემცირებული, საპრივატიზებო ობიექტებიდან 124 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა

მსგავსი სტატიები

ნატო-მ და შეერთებულმა შტატებმა ვერ ისწავლეს გაკვეთილი, რაც მათ რუსეთმა ასწავლა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით

ნატო-მ და შეერთებულმა შტატებმა ვერ ისწავლეს გაკვეთილი, რაც მათ რუსეთმა ასწავლა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით

ირაკლი შალიკაშვილი 22 თებ 2022

Research Papers For Sale – Some Tips

ნაგულისხმევად საიტისათვის 17 მაი 2021

LMU Biology. Kristen Covino A veterinary veterinary features a promotion in biology using a concentration in environmental biology. She performs as a investigation assistant for fish and wildlife solutions within the state of Idaho.

01 ივნ 2021

უახლესი ამბები

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

  • დღე ისტორიაში – 5 ივნისი

    დღე ისტორიაში – 5 ივნისი

  • “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

    “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

  • შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

  • გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

    გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

  • გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

    გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

  • მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

    მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

  • Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

    Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

  • ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

    ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge