NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დამოკიდებულება, ახლა დაგსჯით და მოგიხსნით დაფინანსებას, ავტორიტარული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი

დამოკიდებულება, ახლა დაგსჯით და მოგიხსნით დაფინანსებას, ავტორიტარული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი

18 დეკ 2020 პოლიტიკა 330 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რატომ აკეთებენ ამას, ისაა საკითხი – ჩვენ რაც გვინდოდა, ის არ ქენით, პარლამენტში შემოსვლაზე და იქ დეკორაციაზე ყოფნაზე, ახლა დაგსჯით და მოგიხსნით დაფინანსებას – ეს დამოკიდებულებაა სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება.

ამასთან, ბოკერიამ ისაუბრა პარტიების საარეჩვნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებაც და აღნიშნა, რომ პარტიების საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა “ავტორიტარიზმის ახალი ხარისხია”.

„მე მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის რეგისტრაციის გაუქმების თემა „ნაციონალური მოძრაობისთვის”. დაფინანსება როგორ უნდა იყოს პოლიტიკური პარტიებისთვის, ამაზე შეიძლება დისკუსია, სხვადასხვა აზრი არსებობს. მაგრამ ნებისმიერი პოლიტიკური ოპონენტის რეგისტრაციიდან მოხსნა იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პოზიცია არ მოგწონს ან ძალიან არ მოგწონს, არის პუტინის რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი. ასე იქცეოდა ხოლმე პუტინის რუსეთი. ხსნიდა ხოლმე ტექნიკური, აბსურდული საბაბით ოპონენტებს. როდესაც სხვა არალეგიტიმური მეთოდები არ გყოფნის და ფორმალურადაც არ აძლევს საშუალებას, რომ კონკურენციაში იყოს, ეს არის პუტინის რუსეთის ნაბიჯი”,- განაცხადა ბოკერიამ.

კობახიძის კიდევ ერთ განცხადებაზე, რომ მმართველმა გუნდმა საკუთარი წვლილი შეიტანა „რადიკალური ოპოზიციის” დაშლაში, ბოკერია ამბობს, რომ “ამ ტიპის განცხადებები არის დასტური, როდესაც ადამიანი პოლიტიკურად არაფერს წარმოადგენს და იმ ტალღაზე ზის, რაც ივანიშვილის ტონალობაა”.

„ამიტომ ვუწოდებ მათ პოლიტიკურ „კლოუნებს“. მათ ეძახიან მონებსაც, თუმცა ისტორიულად მონები იძულებით იყვნენ და ამ ხალხის იძულება არ აქვთ, აირჩიეს ეს ცხოვრება. ხვალ ივანიშვილმა რომ დაავალოს კობახიძეს, რომ გამოდი და თქვი, გუშინ რაც ვთქვი, ეს იყო სისულელე და მე ვარ ნაძირალა, გამოვა და იტყვის”,- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომლის მიხედვითაც პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იმ პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

კომენტარები

2020-12-18
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზურა ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს

შემდეგი სტატია

სულ უფრო მცირდება მოლაპარაკების შანსი და კარი იხურება როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან

მსგავსი სტატიები

“ჩვენი მთავარი მიზანია მამაკაცებისა და ქალებისთვის განვითარების და თვითრეალიზების თანაბარი შესაძლებლობების მიღწევა”

12 დეკ 2017
დიმიტრი შაშკინი: ყველაფერი დიდი ტრაგედიისკენ მიდის

დიმიტრი შაშკინი: ყველაფერი დიდი ტრაგედიისკენ მიდის

ნინო ჩხეიძე 28 ოქტ 2020
ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს – მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას

ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს – მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას

ნინო ჩხეიძე 26 მაი 2022

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge