NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ანრი ოხანაშვილი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე – თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არასწორი ცვლილებაა …

ანრი ოხანაშვილი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე – თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არასწორი ცვლილებაა …

17 დეკ 2020 პოლიტიკა 140 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არის არასწორი ცვლილება, არსებობს მათთვის შესაბამისი შესაძლებლობა, რომ მობრძანდნენ პარლამენტში, დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარტიების დაფინანსების თაობაზე კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციაში გამოთქმული კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ალოგიკურია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ სულისკვეთებას, რომ პარტიებმა დაფინანსება მიიღონ იმის მიუხედავად, იქნებიან თუ არა პარლამენტში წარმოდგენილნი.

“დაფინანსებას არ ვუწყვეტთ არავის, რაც აქვთ მიღებული დაფინანსება, აქვთ მიღებული. კანონი როცა ამოქმედდება, ის ყველას დაუტოვებს არჩევანის თავისუფლებას, პარტიებს კანონი შესთავაზებს, რომ თუკი სურთ განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა, განახორციელონ, სულ მცირე ნახევარი მანდატი მაინც აითვისე, არსებული მინიჭებული მანდატის ან არასაპატიო მიზეზით არ გააცდინო, მაგრამ ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ არასაპატიო მიზეზით გააცდენენ და დაფინანსება მაინც უნდა მიიღონ. თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არის არასწორი ცვლილება, არსებობს მათთვის შესაბამისი შესაძლებლობა, რომ მობრძანდნენ პარლამენტში, დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები“ ,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია გაურბის არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ საზოგადოებას. ამასთან, ოხანაშვილის განცხადებით, თუკი დღეს საქართველოში ვინმე ქვეყნის მტრის ინტერესებს ატარებს, ესენი არიან ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმიან იმ ელჩებს, რომელთა ქვეყნებიც წლებია საქართველოს სტრატეგიულო პარტნიორები არიან და მხარს უჭრენ დეოკუპაციას.

„თუკი ვინმე რუსულ ინტერესს ატარებს ესენი არიან სწორედ ეს პოლიტიკური ჯგუფები. მობრძანდნენ პარლამენტში, მე მესმის, რომ ისინი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან, ერთი მხრივ უპრეცენდენტო რამ ხდება, რაც ძალიან სამარცხვინოა და სამწუხარო, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს რომლებსაც გაცხადებული აქვთ ამბიცია პროდასავლურობაზე ჩვენს პარტნიორებს შეურაცხყოფას აყენებენ და ამით ახარებენ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს. მესმის, რომ უხერხულ მდგომარეობაში არიან, შესაძლოა, მათ ამ დამოკიდებულების გამო, რაც საზოგადოებას აქვს მათ მიმართ, რადგან ფარდა აეხადა მათ ე.წ. პროდასავლურობას, უჭირთ საზოგადოების წინაშე გამოჩენა და არგუმენტებით საუბარი, თუმცა, მათ უნდა გადადგან ეს ნაბიჯი და მობრძანდნენ, თუ რაიმე კითხვები აქვთ კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით რაც არის წარმოდგენილი, არსებობს ამისთვის საპარლამენტო ტრიბუნა, მოვიდნენ, დასვან შეკითხვები. რატომ აკრიტიკებენ ამ პროექტს გარედან და ვერ შემოდიან პარლამენტში ? – იმიტომ რომ საზოგადოება დაინახავს იმ დებატების დროს, რომელიც შეიძლება წარიმართოს იმ შემთხვევაში თუკი ისინი შემოვლენ პარლამენტში, რამდენად არ აქვთ მათ არგუმენტები. ისინი გაურბიან არა მხოლოდ “ქართულ ოცნებას” არამედ გაურბიან საზოგადოებას”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

ანრი ოხანაშვილი პარლამენტი 2020-12-17
ნინო ჩხეიძე
Tags ანრი ოხანაშვილი პარლამენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“დღეს, საქართველოს ორმა მოქალაქემ თავშესაფარი მოითხოვა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში. ამ წინადადების აზრი გესმით?”

შემდეგი სტატია

არჩევნებთან დაკავშირებულ შემოსულ ათეულობით ინციდენტზე უწყების რეაგირება იყო მყისიერი

მსგავსი სტატიები

ბათუმში გარემოვაჭრეების აქცია შეწყდა – მოვაჭრეებსა და მერს შორის შეთანხმება შედგა

ბათუმში გარემოვაჭრეების აქცია შეწყდა – მოვაჭრეებსა და მერს შორის შეთანხმება შედგა

29 იან 2019
თუ ქვეყანაში პროცესი ისევ ჩიხში იქნება, დიდი ალბათობით, შეფასებები კიდევ უფრო მკაცრი გახდება

თუ ქვეყანაში პროცესი ისევ ჩიხში იქნება, დიდი ალბათობით, შეფასებები კიდევ უფრო მკაცრი გახდება

ირაკლი შალიკაშვილი 17 დეკ 2019
შალელაშვილი: სააკაშვილის რასისტული და ანტისემიტური განცხადებები შეურაცხყოფას აყენებს საქართველოში მცხოვრებ მთელ ებრაულ საზოგადოებას

შალელაშვილი: სააკაშვილის რასისტული და ანტისემიტური განცხადებები შეურაცხყოფას აყენებს საქართველოში მცხოვრებ მთელ ებრაულ საზოგადოებას

08 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

  •  მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

     მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

  • ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

    ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

  • პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

    პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge