გლობალური საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია Kline & Company-ს 2020 წლის კვლევის შედეგად, საცხებ-საპოხი მასალების მომწოდებელთაშორის Shell-ი ნომერ პირველ მომწოდებლად დაასახელა. კომპანია Shell-ი 14 წელია ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს, როგორც საცხებ-საპოხი მასალების მთავარი მომწოდებელი კომერციული და მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის.
„14 წელი უწყვეტად ლიდერის სტატუსის შენარჩუნება, ნათლად წარმოაჩენს Shell–ის უპირობო ერთგულებას მომხმარებლის მიმართ და პროდუქტების პორტფოლიოს უმაღლეს ხარისხს. ისევე როგორც ჩვენს მომხმარებლებს, ჩვენც გვჭირდება ცვლილებები პასუხად იმ გამოწვევებისა, რომელიც Covid 19-მა დაგვიწესა. Shell-ი შეუფერხებლადგანაგრძობს პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მიწოდებას ბაზრისთვის, რაც სასიცოცხლო როლს ასრულებს მსოფლიო ინდუსტრიის ეფექტურად ოპერირებაში“– განაცხადა Shell Global-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა კარლოს მაურერმა.
კომპანია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. Shell-ის საცხებ-საპოხი მასალები აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებსდა პრემიუმ ხარისხს, რაც წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს თქვენი ავტომობილისთვის. Shell-ის საცხებ-საპოხი მასალები გამოირჩევა განსაკუთრებული მწმენდავი თვისებებით. აქტიური მწმენდავი ტექნოლოგიების (Active Cleansing Technologies) დახმარებით, ის ასუფთავებს და დიდი ხნის განმავლობაში იცავს ძრავს დაზიანებებისგან.
Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების პორტფელი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: Shell Helix, Shell Rimula, Shell Rotella T, Shell Tellus და სხვ. Shell-იოფიციალურად რეკომენდირებულია მერსედესის, მაზდას, ჰონდას, კიას, ფიატის, მიცუბიშის, ჰიუნდაის, რენოს და სხვა ლიდერი ავტო მწარმოებლების მიერ,Shell-ი ასევე Ferrari-ს უცვლელი პარტნიორია. „თეგეტამოტორსი“ Shell-ის საცხებ-საპოხი მასალებისექსკლუზიური დილერია საქართველოში.
კომენტარები