NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ღრმად ჩაეძინა

სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ღრმად ჩაეძინა

14 დეკ 2020 პოლიტიკა 491 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განზრახ აჭიანურებს პანდემიასთან დაკავშირებული არაერთი სარჩელის განხილვას.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, „ლელოს“ ორი საკონსტიტუციო სარჩელი აქვს შეტანილი, რომელზეც ჯერ გადაწყვეტილება გამოტანილი არ არის.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განზრახ აჭიანურებს პანდემიასთან დაკავშირებული არაერთი სარჩელის განხილვას. მარტო პოლიტიკურ გაერთიანება „ლელოს“ პანდემიასთან დაკავშირებით და იმ გაუმართლებელ, ფართოდ დაუსაბუთებელ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც როგორც პირველი, ასევე მეორე ტალღის დროს საქართველოს მთავრობამ დააწესა, ორი საკონსტიტუციო სარჩელი აქვს შეტანილი. ჩვენ უკვე თვეებია ველოდებით პირველ ტალღასთან მიმართებით გადაწყვეტილების გამოტანას. განზრახ ჭიანურდება გადაწყვეტილების გამოტანა“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები დაუსაბუთებელია, რაც აბსოლუტურად არ ითვალისწინებს მთელი რიგი სექტორების სპეციფიკას, რის შედეგადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეკონომიკა.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვერ ახერხებს იმ სამედიცინო გამოწვევებთან ადეკვატურად გამკლავებას, რასთან დაკავშირებითაც ვითომ ეს შეზღუდვები შემოიღეს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სახელმწიფო ვერ მართავს. მას ხელმძღვანელად დანიშნული ჰყავს სრულიად არაადეკვატური, არაკომპეტენტური პირი, ჯანდაცვის სისტემაში მართვა და მენეჯმენტი ვერ ხორციელდება. შესაბამისად, უამრავი პრობლემა შეიქმნა და შემაშფოთებლად გაიზარდა სტატისტიკა“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სარჩელის განხილვისკენ მოუწოდა.

„სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ღრმად ჩაეძინა და ეს არის ერთი კონკრეტული პიროვნების ბრალი, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუცო სასამართლოში ჯერ მოსამართლედ მიავლინა, შემდეგ დააწინაურა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. უკვე გასაგებია, რა მიზნებითაც დააწინაურა, რომ სწორედ ასეთ კრიტიკულ და სენსიტიურ ვითარებაში მას შეეფერხებინა როგორც მინიმუმ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განხორციელება“ განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

2020-12-14
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

როგორც კი 38 დეპუტატი დატოვებს მანდატს, ანუ არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი, „გირჩის“ მინიმუმ 3 დეპუტატი დავწერთ განცხადებას

შემდეგი სტატია

რაღაც სექტანტიზმი ჩამოყალიბდა, თუ არ იწონებ იმას, რასაც ბოკერია გეუბნება, ესე იგი ივანიშვილის მოსყიდული ხარ

მსგავსი სტატიები

გურამ მაჭარაშვილი: მედიის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში გასაჩივრების მექანიზმი ეფექტური იქნება და პროცესი წლები არ გაიწელება

გურამ მაჭარაშვილი: მედიის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში გასაჩივრების მექანიზმი ეფექტური იქნება და პროცესი წლები არ გაიწელება

ნინო ჩხეიძე 31 დეკ 2022
მთელი ძალისხმევა, ჩემიც და სხვებისაც, მიმართული იქნება, რომ მოსამართლეების კენჭისყრაზე პარლამენტის წევრებმა ხალხის ხმა გაიგონონ

მთელი ძალისხმევა, ჩემიც და სხვებისაც, მიმართული იქნება, რომ მოსამართლეების კენჭისყრაზე პარლამენტის წევრებმა ხალხის ხმა გაიგონონ

ირაკლი შალიკაშვილი 02 დეკ 2019
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა

ნინო ჩხეიძე 30 ოქტ 2021

უახლესი ამბები

  • მედია: აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

    მედია: აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

  • თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

    თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

  • დღე ისტორიაში – 31 მაისი

    დღე ისტორიაში – 31 მაისი

  • მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

    მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

  • გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

    გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

  • ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

    ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

  • ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

    ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

  • კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

    კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

  • შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

    შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge