NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი პარალელურ დათვლაზე: ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი პარალელურ დათვლაზე: ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება

12 დეკ 2020 პოლიტიკა 157 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს,- ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნიჟარაძე აღნიშნავს, ორგანიზაცია შეეცადა მაღალი სტანდარტი დაეცვა და რაღაცებზე თვალი არ დაეხუჭა.

„ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება. ISFED-ისთვის, როგორც ორგანიზაციისთვის და მისი თითოეული თანამშრომლისთვის ეხლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია. მე რაც ორგანიზაციაში ვარ 2012 წლიდან ასეთი მძიმე გამოწვევა ორგანიზაციას არ ჰქონია. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს მხნეობისა და გამძლეობისთვის.

პირადად ჩემი და ორგანიზაციის სახელით უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სტატუსით თუ სხვა სახით მხარდაჭერა გამოხატა და გვერდში გვიდგას.

ძალიან ვაფასებთ და ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება ეს მხარდაჭერა.

ვიცი, რომ ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს. სამწუხაროდ, გვიწევს ხოლმე ასეთ მძიმე ფაქტებთან შეჯახება ცხოვრებაში და ამ დროს, ეტყობა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობა მივიღოთ და როგორღაც გავუმკლავდეთ. ძალიან მაღალი სტანდარტია, მაგრამ შევეცადეთ ეს მაღალი სტანდარტი დაგვეცვა და თვალი არ დაგვეხუჭა რაღაცაზე“, – წერს ნიჟარაძე.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმების 47.6% აქვს.

კომენტარები

TOP არჩევნები 2020-12-12
ნინო ჩხეიძე
Tags TOP არჩევნები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ევროპული საქართველო”: სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ წევრებს წინასწარ უკანონოდ ჰქონდათ „სამართლიანი არჩევნების“ შედეგებზე ინფორმაცია მოპოვებული

შემდეგი სტატია

საქართველოში კორონავირუსის 3907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსგავსი სტატიები

ესებუასთან დაკავშირებული საგა არის სერიოზული მანიშნებელი იმისა, თუ როგორი ჩამოქცეულია სახელმწიფო ინსტიტუტები

ესებუასთან დაკავშირებული საგა არის სერიოზული მანიშნებელი იმისა, თუ როგორი ჩამოქცეულია სახელმწიფო ინსტიტუტები

ირაკლი შალიკაშვილი 27 ოქტ 2020
მოქალაქეების დიდი რაოდენობა ამბობს, რომ კორუფცია სახელმწიფო სტრუქტურაში გაიზარდა

მოქალაქეების დიდი რაოდენობა ამბობს, რომ კორუფცია სახელმწიფო სტრუქტურაში გაიზარდა

30 იან 2019
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები – არასამთავრობოები იუსტიციის საბჭოს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები – არასამთავრობოები იუსტიციის საბჭოს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ

ირაკლი შალიკაშვილი 18 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

    დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

  • იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

    იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

  • დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

    დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

  • პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

    პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

  • ლილი ფოფხაძე: ბაბუა

    ლილი ფოფხაძე: ბაბუა

  • ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

    ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

  • საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

    საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

    ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

  • შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

    შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge